"თავის არეში მიყენებული აქვს ღია ჭრილობა მეტალის საგნით... უნდა მოხდეს ქირურგიული ჩარევა" - ბოკუჩავა იგორ ნარმანიაზე

03.10.25 22:05
"თავის არეში მიყენებული აქვს ღია ჭრილობა მეტალის საგნით... უნდა მოხდეს ქირურგიული ჩარევა" - ბოკუჩავა იგორ ნარმანიაზე

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, მისი გუნდის წევრს, იგორ ნარმანიას თავდასხმის შედეგად მიყენებული ჭრილობის შემდეგ, ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. 

მისი თქმით, იგორ ნარმანიაზე თავდასხმა უკავშირდებოდა ბრიფინგს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარეს თავის თანამებრძოლებთან ერთად უნდა ჩაეტარებინა.

ახლა ვიმყოფებით იმ სამედიცინო დაწესებულებაში, დაცა იგორი არის გამოყვანილი და ველოდებით ექიმების შეფასებას. როგორც ახლა გვითხრეს, მე და იგორის ოჯახის წევრებს, ახლა მას უტარდება კვლევები, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია იმიტომ, რომ საკმაოდ სერიოზული დაზიანება აქვს იგორს მიყენებული უზარმაზარი მეტალის საგნით თავის არეში, არის ღია ჭრილობა, რომელიც რამდენადაც გვითხრეს არის 2-3 სანტიმეტრის მოცულობის, ამიტომ უნდა მოხდეს ქირურგიული ჩარევა. ველოდებით ექიმების დასკვნებს და პირველად შეფასებებს. 

რაც მთავარია, რაც უკვე ვიხილეთ და უკვე დადასტურებულად ვიცით, სანამ იგორთან დამატებითი კომუნიკაციის საშუალება გვექნება, არის ის, რომ როდესაც მას სასწრაფო დახმარების მანქანაში სვამდნენ მაშინაც ამბობდა, რომ ვერავინ შეძლებს მის შეშინებას და გაჩერებას და რომ აუცილებლად იქნება ჩვენთან ერთად რუსთაველზე. ბუნებრივია, ეს ექიმებმა უნდა განსაზღვრონ, მაგრამ მისი მოწოდება მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის...

ეს თავდასხმა უკავშირდებოდა ბრიფინგს, რომელიც იგორს თავის მეგობრებთან და თანამებრძოლებთან ერთად უნდა ჩაეტარებინა," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მეტეხის ხიდზე განცხადების გასაკეთებლად შეკრებილ სტუდენტებს ე.წ. ტიტუშკები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ნაცემია იგორ ნარმანია, ასევე, დაშავებულია არასრულწლოვანი ანდრია ხამაშურიძეც.

ახალგაზრდების განცხადებით, პოლიციას ნივთმიტკიცება, რკინა, რომელიც იგორ ნარმანიას თავში ჩაარტყეს, ადგილიდან არ ამოუღია.

შსს-ს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანა.

მსგავსი სიახლეები