საარჩევნო უბანზე მისულმა ირაკლი ღარიბაშვილმა ივანიშვილს მადლობა არ გადაუხადა
ფალიაშვილის ქუჩაზე განთავსებულ მე-11 საარჩევნო უბანზე მისულმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა არ გადაუხადა. ის მედიასთან არც კი გაჩერდა, თქვა ერთადერთი რეპლიკა "საცოდავები" და ტერიტორია გაძლიერებული დაცვის თანხლებით დატოვა.
საგულისხმოა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა ID ბარათით მისცა.
ექს-პრემიედრს არ უთქვამს, რომ მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის კანდიდატს და ყოფილ მეგობარს, კახა კალაძეს.
არ უპასუხა თორნიკე რიჟვაძის შესაძლონ თვითმკვლელობაზე დასმულ კითხვას. უპასუხოდ დატოვა მისი გარემოცვის კორუფციის ბრალდებით დაკავებაზე დასმული შეკითხვაც.