ცესკო: წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ ხმების 71.55% მიიღო
თბილისის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 71.557% მიიღო - ასეთია ცესკოს წინასწარი მონაცემები.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის დედაქალაქში დათვლილი 584 უბიდან 572-ის შედეგები ცნობილია.
ცესკოს ინფორმაციით, 12.459%-იანი მხარდაჭერა მიიღო პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ.
"გირჩი - მეტი თავისუფლების" კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ ამომრჩეველთა ხმების 7.528% მიიღო, "კონსერვატორები საქართველოსთვის" კანდიდატმა, ზურაბ მახარაძემ კი - 4.121%.
ამასთან, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში საქართველოს მასშტაბით ქართულმა ოცნებამ ხმების 80.786% მოიპოვა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ძლიერი საქართველო - ლელომ ხმების 6.782% მოიპოვა. გირჩმა ხმების 3.303% მიიღო, პარტიამ გახარია საქართველოსთვის ხმების 3.86% მიიღო, კონსერვატორები საქართველოსთვის კი - 2.768%.
ცესკოს ინფორმაციით, ხმების 99.486% არის დათვლილი.