ოცნება: ეუთოსგან ველოდებით ჯარიმის გადახდას

16.10.25 15:41
ოცნება: ეუთოსგან ველოდებით ჯარიმის გადახდას

 

 

"ქართული ოცნების" წევრი, ლევან მახაშვილი ვერ პასუხობს კითხვას, როგორ აპირებს სახელმწიფო ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ელინა ვალტონენისთვის დაკისრებული ჯარიმის თანხის ამოღებას. 

ლევან მახაშვილმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ სახელმწიფომ შეასრულა ის ვალდებულება, რაც უნდა გაეკეთებინა და დანარჩენი ეუთოს თავმჯდომარეზეა დამოკიდებული. 

ეგ მას ჰკითხეთ, სახელმწიფომ შეასრულა ის ვალდებულება, რაც უნდა გაეკეთებინა დანარჩენი არის ახლა ამ ადამიანზე. არ ვიცი, ვერ გეტყვით, სხვათაშორის საინტერესოა, რომ ეს ადამიანი თავისუფლად რომ გადაადგილდებოდა ყველგან, მათ შორის თავისუფლად დატოვა სახელმწიფო, ვენის კონვენციის წყალობით მოხდა ეს ყველაფერი. 

ვენის კონვენცია იცავს ამ ადამიანს მსგავსი ტიპის პროცესებისგან. 

იმედია ეს იქნება მაგალითი სხვებისთვის, მომავალი თავმჯდომარე სახელმწიფოებისთვის, რისი უფლება უნდა მისცენ საკუთარ თავს და რისი უფლება არ უნდა მისცენ. 

ეს სხვა გადაწყვეტილებაა [დაჯარიმებულ დიპლომატს შემოუშვებენ თუ არა ქვეყანაში], შესაბამისი უწყებები წყვეტენ ამა თუ იმ პირის შემოშვება უქმნის თუ არა საფრთხეს საქართველოს საზოგადოებრივ პროცესებს," - განაცხადა მახაშვილმა. 

რაც შეეხება ლადო ბოჟაძეს, მისი თქმით, ჯარიმის გადახდას ეუთოსგან ელოდება. 

ასეთი უპატივცემულო ჟესტი გამოხატა, ამასაც შესაბამისი რეაგირება მოყვება, მათ შორის დიპლომატიურ დონეზე. ეუთოსგან ველოდებით ჯარიმის გადახდას. საქართველოს დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე აპირებს ამ საკითხის დაყენებას, იყო თუ არა შეთანხმებული ეუთოსთან ასეთი არადიპლომატიური ნაბიჯი და ჰქონდა თუ არა დროებით თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელს, ეუთოს სახელით ასეთი მკვეთრი ნაბიჯი გადაედგა," - ამბობს ბოჟაძე.

ცნობისთის, ორი დღიანი დუმილის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა "პირველების" ინფორმაცია, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ელინა ვალტონენი 5000 ლარით დაჯარიმდა. 

მსგავსი სიახლეები