შსს ადასტურებს "პირველების" ინფორმაციას, რომ ფინელი მინისტრი 5000 ლარით დააჯარიმეს
ორი დღიანი დუმილის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა "პირველების" ინფორმაცია, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ელინა ვალტონენი 5000 ლარით დაჯარიმდა.
გეკა გეკაძის უწყება მაღალჩინოსანს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავება.
ეუთოს მოქმედი ხელმძღვანელი, ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე 2 დღის წინ იმყოფებოდა - მან აქტივისტებს სოლიდარობა გამოუცხადა.