შსს არ ამბობს, დააჯარიმეს თუ არა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსთაველზე მისვლის გამო
საზღვრის კვეთის დროს, არა ერთმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ აღმოაჩინა, რომ ისინი შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველი გამზირის გადაკეტვის ბრალდებით დააჯარიმა.
"პირველები" დაინტერესდა, მიმართეს თუ არა ანალოგიურ პრაქტიკას, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შემთხვევაში. ეუთოს მოქმედი ხელმძღვანელი, ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე გუშინ იმყოფებოდა - მან აქტივისტებს სოლიდარობა გამოუცხადა.
"პირველების" კითხვაზე პასუხისას, შს სამინისტროში განაცხადეს, რომ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან. სამინისტროდან დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.