კობახიძის შემდეგ, პაპუაშვილიც ამტკიცებს რომ უმრავლესობის სხდომაზე "სირპრიზები არ იქნება"

17.10.26 13:16
კობახიძის შემდეგ, პაპუაშვილიც ამტკიცებს რომ უმრავლესობის სხდომაზე "სირპრიზები არ იქნება"

ირაკლი კობახიძის შემდეგ დღეს უკვე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს რომ დღეს, უმრვალესობის სხდომაზე "სირპრიზები არ იქნება". 

სწორედ ეს კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ "პირველების" კითხვაზე, იგეგმება თუ არა საგანგებო სხდომაზე საკადრო ცვლილებები.

უმრავლესობის სხდომა "ოცნების" ცენტრალურ ოფისში 14:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარეც დაესწრება. ბიძინა ივანიშვილი სავარაუდოდ უკვე "ოცნების" ცენტრალურ ოფისშია.