რასაც კობახიძის და მისი მეგობრები აკეთებენ, ამას სახელიც არ ქვია - თინა ხიდაშელი
"პერსონალური საკითხი გახდა კობახიძე და მისი სამეგობრო ჩვენი პარტნიორებისთვის" - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა და ფინეთის საგრეო საქმეთა მინისტრსა და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეზე "ოცნების" მხრიდან მიტანილ იერიშზე ისაუბრა.
თინა ხიდაშელის განცხადებით, ივანიშვილის გუნდი "საკუთარ ამომრჩეველს საქართველოს პარტნიორებზე პირადი შეურაცხყოფებით კვებავენ".
ვიხუმრე, რომ იმედია მურუსიძის სასამართლოს არ გაასამართლებინებენ-მეთქი და როგორც აღმოჩნდა მთლად აქამდეც კი შეიძლება მივიდეს საქმე.
ამას დიპლომატიაში არაფერი არ ქვია, რასაც ჩვენ ვუყურებთ კობახიძის და მისი პარტიული მეგობრების მხრიდან, რომლებიც თავისთავს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას ეძახიან. ამას სახელი არ ქვია, როდესაც ევროპას გებელსის ევროპას ეძახი, ეს ხომ პირველი შემთხვევა არაა და დღეს არ მომხდარა.
პრაღიდან ჩამოვედი, მანამდე რიგაში ვიყავი, ლონდონში, ყველგან, ვაშინგტონშიც ადამიანები ლაპარაკობენ ორი მთავარ ამბავზე: ერთი, რა თქმა უნდა, ის რაც ფუნდამენტური პრობლემა არის, დემოკრატიის ფაქტობრივად გაქრობაზე და ევროპული გზიდან გადახვევაზე და ამოვარდნაზე.
მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი და არანაკლებ თანაბარი პრობლემა, რომელზეც საუბრობენ არის ის, რომ პერსონალური საკითხი გახდა კობახიძე და მისი სამეგობრო ჩვენი პარტნიორებისთვის იმიტომ, რომ პირადი შეურაცხყოფებით კვებავენ, ჩვენი პარტნიორები პირადი შეურაცხყოფებით კვებავენ საკუთარ ამომრჩეველს," - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ცნობისთის, ორი დღიანი დუმილის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა "პირველების" ინფორმაცია, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ელინა ვალტონენი 5000 ლარით დაჯარიმდა.