სააკაშვილი მზადაა გადავიდეს ჰოსპიტალში, თუმცა შიმშილობას აგრძელებს

20.10.21 22:58
სააკაშვილი მზადაა გადავიდეს ჰოსპიტალში, თუმცა შიმშილობას აგრძელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა მოხდეს მისი ჰოსპიტალიზაცია, თუმცა ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

განცხადება სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ გააკეთა.

ჰოსპიტალიზაცია რასაკვირველია დღეს და ხვალ არ მოხდება. შაბათ-კვირას ან არ ვიცი, როდის იქნება. კიდე გასავლელია რაღაც პატარა საკითხები ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროსთან, ამას გავარკვევ ყველაფერს ხვალ-ზეგ. ჰოსპიტალიზაცია არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი აღარ შიმშილობს, არავითარ შემთხვევაში. ის შიმშილობას აგრძელებს. შეწყვეტაზე ლაპარაკიც ზედმეტია"- აცხადებს მედიკოსი.