ექსკლუზივი: ინტერვიუ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატთან
პირველების ექსკლუზივი: TV პირველმა ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა.
ლილი გელაშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილი ემზადება საგანგებო განცხადების გასაკეთებლად და თავად გასცეს ყველა კითხვას პასუხის.
ტვ პირველის ჟურნალისტს მარიამ გაფრინდაშვილს ღარიბაშვილის ადვოკატმა უთხრა, რომ უკანონო შემოსავლების აღიარება არ ნიშნავს, რომ ექს-პრემიერი კორუფციის აღსარებას.
ლილი გელაშვილი: "ჩვენ მოწმის სახით ვიყავით გამოკითხვაზე, გაგიგიათ და მეც გიდასტურებთ. დანარჩენ ფაქტებთან დაკავშირებით, ერთია, გამოიძიების ინტერესებიდან გამომდინარე, რას განაცხადებს ბრიფინგზე, მაგრამ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ [განცხადების გაკეთებისგან]"
TV პირველი - სუს-მა ხაზგასმით განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა... ჩვენება მისცა ვინმეს წინააღმდეგ?!
ლილი გელაშვილი: გამოვრიცხავ! ამასთა დაკავშირებით თავად ირაკლი ღარიბაშვილი გააკეთებს განცხადებას. გქონდეთ ამის მოლოდინი და დეტალურად ახსნის ყველაფერს.
TV პირველი - დღეს პირველი გამოკითხვა იყო, თუ მანამდეც იმყოფებოდა სუს-ში?
ლილი გელაშვილი: არა, დღეს პირველად იყო [დაბარებული]
TV პირველი - ფული და ოქროს ზოდები, რომელიც სუს-მა რამდენიმე დღის წინ აჩვენა საზოგადოებას, ექს-პრემიერის სახლიდან იყო ამოღებული?
ლილი გელაშვილი: არა!
TV პირველი - ღარიბაშვილის სახლიდან ფული არ ამოუღიათ?
ლილი გელაშვილი: ამ თემებთან დაკავშირებით, თავად ირაკლი ღარიბაშვილი გააკეთებს განცხადებას. რა გამოდის, ახლა მე უნდა მოგცეთ ჩვენება?!
TV პირველი - როდის აპირებს განცხადების გაკეთებას?
ლილი გელაშვილი: უახლოეს დღეებში! დეტალურად ახსნის, რა იყო, რა ამოიღეს, რა არ ამოიღეს და რა არის ნაჩვენები, რომელიც საერთოდ სიმართლეს არ შეესაბემება. რა ხდება და რატომ ხდება ამას აუციელბლად გაეცემა პასუხი. ის რაც ნაჩვენები იყო, ეს არ შეესაბამება სიმართლეს... ამოღებული ნივთები.
TV პირველი - სუს-ის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლებს იღებდა. ეს კორუფციის აღიარებას ნიშნავს?!
ლილი გელაშვილი: არა, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს კორუფციის აღიარებას. ეს არის აბსოლუტურად სხვა დეფინიცია. ერთია რა განაცხადეს ბრიფინგზე, მეორეა, ის რომ თქვენ ერთი მხარე მოისმინეთ მხოლოდ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს. თქვენ ჩვენება ხომ არ მოგისმენიათ, შესაბამისად, რა აღიარა და რა არა, არ იცით! ამ ეტაპზე ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით.
TV პირველი - ბრიფინგს გამართავს ბატონი ირაკლი თუ წერილობით გავრცელდება მისი პოზიცია?
ლილი გელაშვილი: მას დასამალი არაფერი აქვს, რა ფორმით იქნება პასუხი მაზე ჩამოვყალიბდებით.
TV პირველი - ღარიბაშვილი მხოლოდ სამთავრობო მედიას შეხვდება, თუ თავისუფალი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს?
ლილი გელაშვილი: რა ფორმით და როგორ ამაზე ჩამოვყალიბდებით, თუმცა გპირდებით, რომ განმარტებებს გააკეთებს.
სუს-ის ცნობით, ანტიკორუფციულ ბიუროში ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა.
სუს-ის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.