ხელისუფლება მზადაა, საკუთარ მოსახლეობას საბოტაჟი მოუწყოს - ხატია დეკანოიძე
გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის აკნდიდატი, ხატია დეკანოიძე, პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნავს, რომ ხელისუფლება გარდა სიძულვილის ენისა, მზად არის, საკუთარ მოსახლეობას საბოტაჟი მოუწყოს.
ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, გარდა სიძულვილის ენისა, არის პირდაპირი დასტური, რომ ხელისუფლება მზად არის, საბოტაჟი მოუწყოს საკუთარ მოსახლეობას. პირდაპირ აანონსებს, რომ ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში ხალხი "დაიჩაგრება — წერს დეკანოიძე Facebook გვერდზე.
პრემიერი ღარიბაშვილმა სამეგრელოში ყოფნისას ოპოზიციური კანდიდატები უხეშად გააკრიტიკა და მოსახლეობას მოუწოდა, არჩევნების მეორე ტურში მხარი ,,ოცნებას" დაუჭირონ.