ღარიბაშვილი ნამდვილად ვერ გახდება ჩინეთის პრეზიდენტი, მაგრამ მელია მოიგებს არჩევნებს - ხაზარაძე
"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, ირაკლი ღარიბაშვილის ცინიკურ განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ მელია და ოპოზიციური კოალიცია მეორე ტურში გაიმარჯვებენ.
ღარიბაშვილი ნამდვილად ვერ გახდება ჩინეთის პრეზიდენტი, მაგრამ ნიკა მელია და კოალიცია ნამდვილად მოიგებს ამ არჩევნებს. იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნების" საკრებულო არ დაუჭერს კაბინეტის დამტკიცებას მხარს, ჩვენ 90 დღეში ვაჩვენებთ თბილისს, თუ რამხელა სიკეთე მოაქვს კოალიციას და როგორ პროგრესს ნახავს ქალაქი", - თქვა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძე ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას გამოხმაურა, რომლის მიხედვითაც, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს, რადგან ოპოზიცია მმართველი გუნდის გარეშე "ნაბიჯს ვერ გადადგამს".
პრემიერმა არ იცის კონსტიტუცია, არ იცის თვითმართველობის მნიშვნელობა. არ იცის, რომ თვითმართველობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ვინც არ უნდა იყოს არჩეული, უნდა ემორჩილებოდეს კანონს - აცხადებს ხაზარაძე.