შეიძლება, ვადამდელი არჩევნები ,,ოცნებამ" კი არა, სულ სხვა პარტიამ ჩაატაროს - იაგო ხვიჩია

25.03.21 13:38
შეიძლება, ვადამდელი არჩევნები ,,ოცნებამ" კი არა, სულ სხვა პარტიამ ჩაატაროს - იაგო ხვიჩია

,,ლელოს" ლიდერი მიიჩნევს, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების გარეშე ,,ქართული ოცნება"  დიდი პრობლემების წინაშე დადგება. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ამ ეტაპზე ევროსტრუქტურებში ჩვენს გაწევრიანებას პერსპექტივა არ გააჩნია. ოპოზიციონერი იმასაც პროგნოზირებს, რომ შესაძლოა, არჩევნები სულ სხვა პოლიტიკურმა ძალამ ჩააატაროს.

 გამოვრიცხავ, რომ 2024 წლამდე მივიდეთ ისე, როგორც ვართ, განცხადებას დაწერ და სადღაც შეიტან, მაგრამ ამ განცხადებას რა ბედი ელის, ეს არ იქნება არაფრით დამოკიდებული შენს მიერ შეტანილ განცხადებასთან და იმ ოპტიმიზმთან, რომელსაც ხელისუფლება ავლენს ამ განცხადებასთან დაკავშირებით, ყველა შემთხვევაში ხელისუფლებას ერთპიროვნულად დაეკისრება პასუხისმგებლობა.  ეს სანამდე მიგვიყვანს, არ ვიცი, შეიძლება მიგვიყვანოს ვადამდელ არჩევნებამდე, შეიძლება, ხალხი გამოვარდეს ქუჩაში და არჩევნები ,,ქართულმა ოცნებამ" კი არა, სულ სხვა პარტიამ ჩაატაროს - აცხადებს იაგო ხვიჩია. 

ტვ პირველის ეთერში გუშინ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი,  ჟიგმუნტას პავილიონისი და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა,  გამოვიდნენ.  მათ აღნიშნეს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ვადამდელი არჩევნების ჩატარების გარეშე არ მოგვარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში,  ქვეყანა ავტორიტარიზმის საფრთხის წინაშე დადგება და დასავლეთი მას ზურგს შეაქცევს.