ვლადიმერ ხუნდაძემ საქართველო დატოვა - ლილუაშვილის მეგობარს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს

01.11.25 15:05
ვლადიმერ ხუნდაძემ საქართველო დატოვა - ლილუაშვილის მეგობარს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს

ახალი დეტალები გორში გაყალბებული ბრენდული ალკოჰოლის საქმეზე - "პირველებმა" გაარკვია, რომ ვლადიმერ ხუნდაძეს, რომელიც სუს-ის ყოფილი შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრია [გრიგოლ ლილუაშვილი ვლადიმერ [ზაზა] ხუნდაძის მეჯვარეა], პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. გადაწყვეტილება გუშინ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.

ირკვევა ისიც, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, რომლის მიმართაც პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, ქვეყანაში არ იმყოფება.

უფლებადამცველის ინფორმაციით, ბრალდებულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა ქვეყანა ორი კვირს წინ, მისი ძმის, კობა ხუნდაძის დაკავებამდე დატოვა. ადვოკატი ირწმუნება, რომ ხუნდაძე თურქეთში სამკურნალოდ არის წასული.

  • პროკურატურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძეს, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად ქალაქ გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას.

მიხეილ ხუნდაძის წინააღმდეგ საქმეში სწორედ მიხეილ გოგიჩაიშვილის ჩვენება დევს.

მას შეგნებულად არ დაუტოვებია საქართველოს რესპუბლიკა. არ ყოფილა ის არცერთ ეტაპზე დაკითხული, არც ეჭვმიტანილი არც ბრალდებული. მან არ იცოდა, რომ მის მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე. თავისი ჯანმრთელობის ურთულესი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადალახა საქართველსო საზღვარი და გადავიდა თურქეთის რესპუბლიკაში. სანამ მის ძმას დააკავებდნენ, მანამდე დატოვა საქართველო. არანაირი პირდაპირ ბრალდება მის წინააღმდეგ არ არსებობს და არც მტკიცებულებები. არსებობს მხოლოდ ერთადერთი მოწმის არაპირდაპირი ჩვენება (გოგიჩაიშვილზეა საუბარი), რომელიც ამბობს, რომ არანაირი ფული არანაირი რაიმე არ მოუთხოვია."თუ რაიმე აკრძალული ნივთიერება შემოდიოდა, ეს მისთვის არის უცნობი, - ამბობს ადვოკატი. 

ვლადიმერ ხუნდაძემ პოსტი ორი თვის წინ დატოვა. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

დაკავებულია მისი ძმა კობა ხუნდაძეც, "პირელების" ინფორმაციით, ის საქართველოს რკინგზის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა, პარალელურად კი სამშენებლო ბიზნესი ჰქონდა - არის სამშენებლო კომპანია „დაგი ბილდინგის“ 100%-იანი წილის მფლობელი.

პროკურატურის ინფორმაციით, წლების განმავლობაში, კობა ხუნდაძე უკანონო შემოსავლებს იღებდა, ამ ფულით კი მიწის ნაკვეთებს ყიდულობდა და სამშენებლო ბიზნესი შექმნა. 

  • საქმის მასალების თანახმად, 22 ოქტომბერს სწორედ მისი სახლიდან 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 აშშ დოლარი ამოიღეს. 

 

მსგავსი სიახლეები