თამაზაშვილი: ნანგრევებიდან ამოყვანილია 6 ცხედარი, სამაშველო ოპერაცია დასრულდა

20.11.26 00:03
თამაზაშვილი: ნანგრევებიდან ამოყვანილია 6 ცხედარი, სამაშველო ოპერაცია დასრულდა

ბოლო ცნობები ფონიჭალიდან - რამდენიმე წუთის წინ გაირკვა, რომ მაშველებმა ნანგრევებიდან გადარჩენილი 3 წლის თაიას, 7 წლის დის ცხედარი ამოასვენეს. 

მეექვსე ცხედრის ამოყვანის ფაქტი მედიას შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ოფიციალურად დაუდასტურა.

თამაზაშვილის თქმით, ადგილზე სამძებრო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია. 

„ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ 6 გარდაცვლილი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი“, - განაცხადა თამაზაშვილმა. 

 

 

მსგავსი სიახლეები