რა ხდება ბინებში, რომელიც დღეს ჩაინგრა - ახალი კადრები
რა ხდება ბინებში, რომელიც დღეს, ერთი აფეთქების შემდეგ ჩაინგრა - ვრცელდება შიდა პერიმეტრზე გადაღებული კადრები.
ვიდეო-კადრებით დიგნება, რომ სპეციალური ამწე შესულია შიდა ტერიტორიზე და ამოქავთ ე.წ. სინკარები, ბეტონის სართულშორისი ფილები, რომელიც ოთხი სართულიდან მოწდა და პირველ სართულზე ყრია.
დაკარგულებს სწორედ აქ ამ პერიმეტრზე ეძებენ.
დღეს პირველები გიყვებოდათ, რომ ჩამონგრეულია ხუთიდან ოთხი სართულის საყრდენი ფილა და ბეტონის მასალა პირველი სართულშუა ჩატანილი.
მაშველები ქვემო ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებში მოყოლილ 2 პირს ამ დრომდე ეძებენ - მაშველებს საღამოს რვა საათისთვის ოთხი ადამიანის ცხედარი ჰყავთ ამოსვენებული. მათგანი ერთი ბავშვია, სამი კი ქალი.
მცირე ხნით ადრე მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს 3 წლის თაია. ერთ-ერთი ნაპოვნი გარდაცვლილი, სავარაუდოდ, სამი წლის ბავშვის დედაა.
19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.