კამათი საკონსტიტუციოში: კუპრავამ და გორდულაძემ სარჩელის საერთაშორისო გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაზე იკამათეს

19.11.26 20:09
კამათი საკონსტიტუციოში: კუპრავამ და გორდულაძემ სარჩელის საერთაშორისო გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაზე იკამათეს

საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვისას მწვავე დაპირისპირება მოხდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, ალიკა კუპრავასა და მმართველი გუნდის წევრ არჩილ გორდულაძეს შორის.

 ალიკა კუპრავამ „ქართული ოცნების“ წევრებს ჰკითხა, რამდენად თავსებადია მმართველი პარტიის სარჩელი საერთაშორისო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან და საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციასთან. 

საერთაშორისო სასამართლოებმა დაადგინა და კარგია, ვის ხელისუფლების პირობებშიც არ უნდა ყოფილიყო, ეს არის საქართველოს გამარჯვება, ხომ? რომ დაირღვა მასობრივად ადამიანის უფლებები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რუსეთის ფედერაციის მხრიდან შედგა ოკუპაცია და ეთნოწმენდა. სარჩელში გიწერიათ, რომ 2004-2012 წლებში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელყო საქართველოს დამოუკიდებლობა და მიზანმიმართულად შექმნა ნიადაგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასარღვევად.
აი, ეს თქვენი სასარჩელო მტკიცება, საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციასთან, საერთაშორისო სასამართლოებში და საერთაშორისო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან, რამდენად მოდის თანხვედრაში და ხომ არ ეწინააღმდეგება?“ – იკითხა ალიკა კუპრავამ.

 მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ უარყო რაიმე სახის წინააღმდეგობის არსებობა სარჩელის ტექსტსა და საერთაშორისო გადაწყვეტილებებს შორის. მისი თქმით, მმართველი გუნდი სრულად იზიარებს სარჩელში მოყვანილ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ისინი საერთაშორისო სტანდარტებსა და ფაქტობრივ გარემოებებს შეესაბამება.

„თქვენ წინააღმდეგობაზე რომ სვამთ კითხვას, ჩვენი პასუხი იქნება ძალიან მარტივი - არა და არასდროს“, – განაცხადა გორდულაძემ. 

მსგავსი სიახლეები