ექსკლუზივი: საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში გაფრინდა - ინტერვიუ გიორგი ზვიადაძესთან
დღეს, 19 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში გაფრინდა - სასულიეო პირები მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის, კირილეს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის არიან:
- ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. დელეგაციას ასევე თან ახლავს თბილისში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი ვლადიმირ ალექსანდროვი.
"პირველებმა" მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით ექსკლუზიური კომენტარი პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიდაძესთან ჩაწერა, რომელიც დელეგაციის შემადგენლობაშია - სასულიერო პირმა მოსკოვში ვიზიტი დაადასტურა:
80 წლის იუბილეა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმინდესი კირილესი. მეუფე გერასიმე გვეკითხებიან, მოწვევა თუ გაქვთო... კი, რა თქმა უნდა, მოწვევით, აბა, მოუწვევლად... [დელაგეციის შემადგენლობა] ეს გამოცხადდება. ეს რამე დასამალი არ არის. არის ჩვეულებრივი ეკლესიათაშორისი ურთიერთობა და გამოცხადდება ეს, რომ ინფორმაცია იქნება საპატრიარქოდან"- გვითხრა სასულიერო პირმა.
ცნობილია, რომ თბილისიდან მოსკოვში ჩასულ დელეგაციას "ვნუკოვოს" აეროპორტში დახვდნენ, იაკუტიისა და ლენსკის მთავარეპისკოპოსი რომანი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი და ამავე განყოფილების თანამშრომელი გ.კ. შილინი.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვში იმყოფაბა კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი - მსოფლიო საეკლესიო სიახლენის თანახმად, წმინდა სინოდის წევრი რუსეთის დედაქალაქში გამართულ კონფერენციას დაესწრო.
Facebook გვერდის ცნობით, 2026 წლის 16 ნოემბერს ანდრეი რუბლიოვის სახელობის ძველი რუსული კულტურისა და ხელოვნების ცენტრალურ მუზეუმში (ЦМиАР) მუშაობა დაიწყო XIV ყოველწლიურმა კონფერენციამ (საკითხავებმა) – „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“.
მიტროპოლიტი ნიკოლოზი მუზეუმის დამაარსებლის, დავით ილიას ძე არსენიშვილის ძმისშვილიშვილია.