ნარკოდანაშაულში ბრალდებული 19 წლის ბრიტანელი გოგო დარბაზიდან გათავისუფლდა

03.11.25 14:26
ნარკოდანაშაულში ბრალდებული 19 წლის ბრიტანელი გოგო დარბაზიდან გათავისუფლდა

საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით დაკავებულ 19 წლის მეი კალლი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პირდაპირ დარბაზიდან გათავისუფლდა.  აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა მიიღო.

ქალთან, რომელიც 8 თვის ორსულია,  საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ეი კალლიმ სრულად აღიარა დანაშაული.

როფორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იტყობინება, პროკურატურამ  მისთვის თავისუფლების აღკვეთა 5 თვისა და 24 დღის ვადით მოითხოვა. ქალს დამატებით სასჯელად კი განესაზღვრა ჯარიმა 500 ათასი ლარის ოდენობით.

საბოლოოდ, ბელა მეი ქალის მოხდილად ჩაეთვალა 5 თვე და 24 დღე, რაც ორსულმა რუსთავის ქალთა #5 პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა.

ამასთან, გოგოს, რომელიც სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა დიდ ბრიტანეთში, სამომავლოდ  შეეზღუდა საექიმო საქმიანობის გაგრძელების უფლება.

ბელა მეი კალლი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. საქმის მასალების თანახმად, მას 12 კგ (26 ფუნტი) მარიხუანა და 2 კგ (4.4 ფუნტი) ჰაშიში აღმოაჩინეს. 19 წლის ორსულ ქალს ბრიტანეთიდან რომელსაც უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.

კალლი ადრე ამტკიცებდა, რომ ნარკოტიკების შემოტანა წამებით აიძულეს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ოჯახმა საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა, 140 000 ფუნტი, რამდენიმე დღის წინ გადაიხადა.

IPN.GE

მსგავსი სიახლეები