სპეცოპერაციის დროს მოკლული კაცი საკრებულოს ყოფილი დეპუტატია

05.11.25 14:44
 სპეცოპერაციის დროს მოკლული კაცი  საკრებულოს ყოფილი დეპუტატია

მირზა ალიევი, რომელიც სოფელ კაბალში ჩატარებული სპეცოპერაცისას მოკლეს,  ლაგოდეხის საკრებულოს ყოფილი დეპუტატია. 

ეს უაკანასკნელი საკრებულოში 2010-2014 წლებში მუშაობდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ. საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ალიევმა "ინტენსიური ცეცხლი გახსნა სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მისამართით. შედეგად გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი სპეცრაზმელი. პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული“.