ვერანაირი ჩანაწერი და საბანკო გადარიცხვა ვერ ექნებათ საქმეში, რადგან ასეთი რამ არ არსებობს - ბადრი ჯაფარიძე ბრალზე

06.11.25 22:54
ვერანაირი ჩანაწერი და საბანკო გადარიცხვა ვერ ექნებათ საქმეში, რადგან ასეთი რამ არ არსებობს - ბადრი ჯაფარიძე ბრალზე

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ პროკურატურას ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალ საქმეში ვერანაირი მტკიცებულება და მითუმეტეს ვერანაირი ფარული ჩანაწერი ვერ ექნება.

მისი თქმით, მსგავსი ბუნებაში არ არსებობს, რომ ოპოზიციონერი ლიდერები ძალადობის მოწოდებაზე ან დამხობის მოწოდებაზე საუბრობდნენ. 

ჯაფარიძე "ტვ პრიველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" ამბობს, რომ აბსურდულია საბანკო გადარიცხვაზე საუბარიც, რადგან არც ასეთი რამ მომხდარა. 

"მე ვფიქრობ, ეს არის წინასწარ შექმნა გარემოსი" - აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. 

მისი თქმით, ივანიშვილი და "ოცნება" გაფართოების ანგარიშის გამო არის გაბრაზებული, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა და ამის პასუხია სწორედ ოპოზიციონერების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყება.

  • რა ჩადო სუს-მა საქმეში ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ - "პირველებმა" დოკუმენტი მოიპოვა
  • ირკვევა, რომ სუს-მა საქმეში ჩადო ფარული ჩანაწერები, რომელსაც ერთი წელი მალავდა. ერთი-ერთი არის ფარული აუდიო ჩანაწერები - სავარაუდოდ ეს არის სატელეფონო საუბრები.  ასევე დოკუმენტში არის მოწმეთა ჩვენებები, თუმცა კონკრეტულად არ სახელდებიან პირები, ვინც ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ჩვენებები მისცეს. 
  • გარდა ამისა, საქმეში დევს სატელეფონო ანძებიდან ამოღებული ჩანაწერები. მაგალითად, ინფორმაცია არის აღებული კომერციული ბანკიდანაც. ასევე ინფორმაცია არის გამოთხოვილი საგარეო საქმეთა სამინისტროდან და თავდაცვის სამინისტროდან. დოკუმენტში არის ასევე კრეფსებზეც ინფორმაცია.

ვერანაირი ჩანაწერი ვერ ექნებათ იმის, რაც არ მომხდარა. საბანკო გადარიცხვა ვერ იქნება იმის, რაც არ მომხდარა, შესაბამისად, მე ვფირობ, ეს არის წინასწარ შექმნა გარემოსი. არანაირი ჩანაწერი არ არსებობს, სადაც შეიძლება საუბარი იყოს ძალადობის მოწოდებაზე ან დამხობის მოწოდებაზე. ვერ შექმნიან. ამოცანა იყო სხვა, რახან ევროკავშირმა ეს ნაბიჯი გადადგა, მე რადიკალურ ნაბიჯს გადავდგამ და ყველა პოლიტიკურ ლიდერს ბრალს წავუყენებ. ეს არის ახნა, თუ ასე ფაციფუცით რატომ გააკეთა ეს საქმე პროკურატურამ

ძალიან სწრაფად შექმნა პროკურატურამ ბრალი. სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს იმას, რაზეც არის საუბარი.  ჩვენ ვიცით ვინ აძლევს პროკურატურას დავალებებს, ერთი ადამიანია ჩვენს ქვეყანაში, ვინც დავალებებს გასცემს. საქმე ის არის, რომ გუშინ რაც მან მოისმინა ევროკავშირისგან, ეს იყო ოპოზიციის ბრალი და მისდევს ასეთ პრინციპს - კბილი კბილის წილ, თვალი თავლსი წილ.  ანუ ოპოზიციამ თუ მოახერხა, რომ ასეთი დასკვნა გააკეთა ევროკავშირმა, ახლა მე საერთოდ ყველ;ა ოპზიციონერს ჩავსვამ ციხეში. ანუ თუ მე თქვენ წნეხს მიქმნით, მე უარეს წნეხს შეგიქმნით აქ. ესე აღიქვამს ეს აღიქვამს ეს კაცი. 

თუ ვინმე არის დამნაშავე ამ გაფართოების ანგარიშის დასკვნის გამო, არის ეს ხალხი, ვინც ესხმის თავს ევროკავშირს. რაც ევროკავშირის ელჩს ლანძღავს ოცნება, რაში სჭირდება ბრისუელს ინფრომაციის მიწოდება ოპოზიციისგან, რომ გააკეთოს დასკვნა, რომ დრევანდელი "ოცნება" ევროკავშირის ლანღვა-გინებით არის დაკავებული", - განაცხადა ჯაფარიძემ. 

ჯაფარიძე ამბობს, რომ "ძლიერი საქართველოს" ამოცანაა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა და ამას ვერანაირი რეპრესიული ქმედება ვერ შეაცვლევინებთ. მეტიც,  პოლიტიკოსი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ქვეყნის მომავალზე სამსჯელოდ "ოცნების" მხარდამჭერებთან შეხვედრაც კი გამართოს. 

რაც შეხება გირაოს, რასაც პროკურატურა ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის მიამრთ აპრიებს, რომ მოითოვოს, ოპოზიცონერი ამბობს, რომ ჯერ უცნობია, თუ რა თანხაზეა საუბარი. 

ჯერ არვიცით რამდენლარიან გირაოზეა საუბარი. ჩანს, რომ ივანიშვილს დიდ დისკომფორტს უქმნის ჩვენი არსებობა. ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანას დავეხმაროთ ამ კრიზისდან გამოსვლაში. რაცა რ უნდა რეპრესიული ზომები განახორციელოს ივანიშვილმა, არ იქნება ამაზე პასუხის გაბოროტება. პასუხი იქნება მშვიდი მოქმედება. საბლოო ჯამში "ოცნების" მხარდამჭერებიც ჩვენი მოქალაქეები არიან, იმისგან განსხვავებით, რომ "ოცნების" ლიდერები არც კი ხვდებიან საპროტესტო აქციის მონაწილეებს, დასცინიან მათ, მე მაგალითად მზად ვარ შევხვდე "ოცნების" მხარდამჭერებს და ვესაუბრო, რა ვითარებაში აღმოვჩნდით ახლა, იმიტომ, რომ ეს არის პრობლემა და რეპრესიები არ არის გამოსავალი. ეს მათ კეთილდღეობასაც შეეხება. ეკონომიკური კრიზისი, რაც შეიქმენა, შეეხება "ოცნების" ამომრჩევლებსაც. ისინი ჩემი მტრები არ არიან. მე ვფიქრობ, მათთვისაც საინტერესო იქნება, როგოს გამოვიდეს ქვეყანა სახიფათო კრიზისიდან", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.