მასალები, რომელიც პროკურატურამ ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმეში ჩადო

07.11.25 11:50
მასალები, რომელიც პროკურატურამ ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმეში ჩადო

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატმა პროკურატურა დატოვა - უფლებადამცველმა შენობიდან 4 მუყაოს ყუთში მოთავსებული 36 ტომი საქმის მასალები გამოიტანა.

სავარაუდოდ, ზუსტად ამდენი ოდენობის საქმის მასალები გადაეცემათ დანარჩენი 7 პოლიტიკური ლიდერის ადვოკატებსაც. 

ახლა საინტერესოა, რა ჩადო ამდენის საქმეში საგამოძიებო უწყებამ პოლიტიკოსების წინააღმდეგ. 

  • რა ჩადო სუს-მა საქმეში ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ - "პირველებმა" დოკუმენტი მოიპოვა
  • ირკვევა, რომ სუს-მა საქმეში ჩადო ფარული ჩანაწერები, რომელსაც ერთი წელი მალავდა. ერთი-ერთი არის ფარული აუდიო ჩანაწერები - სავარაუდოდ ეს არის სატელეფონო საუბრები.  ასევე დოკუმენტში არის მოწმეთა ჩვენებები, თუმცა კონკრეტულად არ სახელდებიან პირები, ვინც ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ჩვენებები მისცეს. 
  • გარდა ამისა, საქმეში დევს სატელეფონო ანძებიდან ამოღებული ჩანაწერები. მაგალითად, ინფორმაცია არის აღებული კომერციული ბანკიდანაც. ასევე ინფორმაცია არის გამოთხოვილი საგარეო საქმეთა სამინისტროდან და თავდაცვის სამინისტროდან. დოკუმენტში არის ასევე კრეფსებზეც ინფორმაცია.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.