სააკაშვილმა სასამართლოზე ივანიშვილის ზვიგენი მოიკითხა

07.11.25 20:52
სააკაშვილმა სასამართლოზე ივანიშვილის ზვიგენი მოიკითხა

"მასკარადი ხართ, იაფფასიანი ზვიგენების დამცველი კაცის" - ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 8 ოპოზიციონერი ლიდერის სასამართლო სხდომაზე განაცხადა. 

  • მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ესწრება. 

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს პროკურატურა ზვიგენების დამცველადაა გადაქცეული. 

თქვენ ალბათ საკუთარი ნებით საკუთარ განაჩენს წერთ რომელიც მალე გადავა აღსრულების ეტაპზე. მეცოდებით გულწრფელად რადგან აირჩიეთ ღალატის გზა, ნაგავში ჩაფლობის. დიქტატურა დასრულდება. ისტორიამ მე გამამართლა და მომავალშიც გამამართლებს. მასკარადი ხართ, იაფფასიანი ზვიგენების დამცველი კაცის. პროკურატურა ზვიგენების დამცველადაა გადაქცეული. მინდა მოვიკითხო ზვიგენი და როცა ქვეყანა გათავისუფლდება ატლანტიკაში დავაბრუნებ მასაც," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

8 ოპოზიციური ლიდერის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ფიქრია სიქტურიშვილი განიხილავს. 

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩალაძემ, რომელსაც ახალ ბრალთან დაკავშირებით საქმის მასალებსი მთელი დასტა გადაეცა, დღეს განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტს ზვიგენთან სელფის გადაღების იდეას ედავებიან. 

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.