"არაფერი არ დუმს ეკლესია" - ანდრია ჯაღმაიძე

08.11.25 15:25
"არაფერი არ დუმს ეკლესია" - ანდრია ჯაღმაიძე

 

 

დეკანოიზი ანდრია ჯაღმაიძე ირწმუნება, რომ ძალადობაზე ეკლესია "არ დუმს" - დღეს "ტვ პირველის" ჟურნალისტმა დღეს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ჰკითხა, რომელი სახელმწიფოს პრინციპია, როდესაც მოქალაქეებზე ძალადობენ იგივე სამართალდამცველები, რომლებიც არც კი დასჯილან და ამ დროს ეკლესია დუმს? რაზეც ანდრია ჯაღმაიძემ ასეთი პასუხი გასცა:

არაფერი არ დუმს ეკლესია. სად იყო დოროთე, როდესაც პატრიარქს ლანღავდნენ 2017-2019 წლებში, ყველაზე მეტად მაშინ სჭირდებოდა პატრიარქის და საპატრიარქოს პოზიციას დაცვა. ერთი არ გვახსოვს პატრიარქის გამოსვლა და მისი მხარდამჭერი განცხადება. ახლა, როცა პატრიარქს აღარ სჭირდება დაცვა, ახლა გაახსენდა. ახლა გაახსენდა მომიტინგეები. სად იყო მაშინ, იქ რომ ვიდექით ქაშუეთთან, რომ ვეხმარებოდით ამ ხალხს", - ამბობს ჯაღმაიძე. 

ასევე ნახეთ: 

 

მსგავსი სიახლეები