კალაძე ევროდეპუტატებს "სახედაკარგულებს" უწოდებს

10.11.25 13:43
კალაძე ევროდეპუტატებს "სახედაკარგულებს" უწოდებს

 

 

"ოცნების" გენერალური მდივანი ევროდეპუტატებს სახედაკარგულებს უწოდებს. კახა კალაძე ისევ ამტკიცებს, რომ პარტნიორები საქართველოსთან მიმართებით ავრცელებენ დეზინფორმაციას, ახალისებდნენ მოძალადეებს და ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა სურდათ.  

დღევანდელ ბიუროკრატიას რაც შეეხება, ევროპული ბიუროკრატიის დიდ ნაწილს სახე აქვს დაკარგული, თუნდაც მათი განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ ყველა მათი განცხადება საქართველოსთან მიმართებით არის გაჯერებული ტყუილით, მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე დაფუძნებული, არანაირი რეალობა, მოძაალდეების წახალისება, ექსტრემისტული ორგანიზაციების წახალისება. ასევე ძალიან მძიმეა ის, რომ ქვეყანაში რამდენჯერმე შეეცადნენ რევოლუციის მოწყობას, სახელმწიფო გადატრიალებას, ხელისუფლების დამხობას, - ამბობს კალაძე. 

"პირველების" კითხვაზე, რას ითხოვს მაშინ "ოცნება" ევროავშირისგან, კალაძე ამტკიცებს, რომ "სამართლიანობა" სურთ. 

არჩევნების ლეგიტიმაციას, ეს კარგად გაიგეთ, იძლევა ქართველი ხალხი. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" მისცა ლეგიტიმაცია. სამართლიან დამოკიდებულებას ვითხოვთ, - ამბობს კალაძე.

შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს "რჩევებს" აძლევს, როგორ უნდა აღადგინოს საქართველოსთან ურთიერთობა - "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს დემოკრატიას უწუნებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ "ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის".

მეტიც, პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ბრიუსელი ევროპულ ღირებულებებს აცდენილია. 

 

მსგავსი სიახლეები