ივანიშვილი არის ქართველის ბოროტი პაროდია - ნიკა მელია

10.11.25 15:15
ივანიშვილი არის ქართველის ბოროტი პაროდია - ნიკა მელია

"მინდა გისურვოთ გათავისუფლება" - ამ სიტყვებით მიმართა კოალიცია "ცვლილებისთვის" დაკავებულმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანს მას შემდეგ, რაც მან ოპოზიციონერ ლიდერს 5000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

ნიკა მელიამ სასამართლოს პირდაპირ უთხრა, რომ "წყალი აქვთ შემდგარი" , დარბაზში კი წყლის შეტანის შესაძლებლობაც კი არ მისცეს. 

დაკავებულმა პოლიტიკოსმა პროცესზე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილზეც და თქვა, მას "ქართველის ბოროტი პაროდია" უწოდა. ასევე თქვა, რომ "ოცნების" დამფუძნებელი საქართველოს, როგორც რუსეთის ტერიტორიას ისე უყურებს. 

5 თვის განმავლობაში საუბრის საშუალება არ მქონია და მომეცით ამის შესაძლბლობა. წყლის შემოტანის  შესაძლებლობა არ მომეცით, ისედაც შემდგარი გაქვთ წყალი და ჩემი წყალი, რას დაგიშვებდათ. ივანიშვილი არის ქართველის ბოროტი პაროდია. ყველა პატრიოტს გამძლეობას ვუსურვებ. ჩვენი თავისუფლების ბრძოლა თქვენც გეხებათ და თქვენც იქნებით დახსნილი ამ მარწუხებიდან.

თქვენ ხომ კარგად იცით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების გარეშე მე ვერ გამიტაცებდნენ? მინდა გისურვოთ გათავისუფლება.

ვსარგებლობ შესაძლებლობით და მოვიკითხავ ყველა პოლიტპატიმარს. ხშირად ვუსმენ ხოლმე საკანში ეთერებში, რომ სინდისის პატიმარია და პოლიტიკური პატიმარია - სინამდვილეში ყველა არის რეჟიმის ტყვე.

დღევანდელმა დღემ დამარწმუნა,  რომ ყველაფერი არის გაღეჭილი რუსული რიტუალი.  გაღეჭილი რუსული რიტუალია, როცა უდანაშულოს დამნადავედ რაცხავთ. ეს არის შინაარისგან გამოცლილი საქმე, რომელსაც დაარქვს ადმინისტრაციული საქმე, სინამდვილეში არის ჩენჩურა, გამოცლილია, ჩუქჩაა. მართლა გგონიათ რომ ბიჭიკომ და ელიზბარმა დაგვაკავა მე ან ბევრი ჩვენი უცნობი ან ნაცნობი? ასეთი ფაქტები მომრავლდა,  ეს გამოწვეულია რითი - ეს ხდება რუსეთში, სადაც მსხვერპლი დამნაშავედ ცხადდება და ამის კალკირება ხდება აქ. ივანიშვლისთვის კონცეპტუალურად მტრული მოვლენაა სამართლიანი მართლმსაჯულება. დღეა ხელისუფლებისთვის, რომელმაც ჩემის ჩათვლით ბევრი ადამიანი უმიზეზოდ დააკავა, მათ არცერთ სისხლის სამართლის საქმეს არაფერი საერთო მართლსაჯულებასთან. ივანიშვილი საქართველოს უყურებს, როგორც რუსეთის ტერიტორიას", - განაცხადა მელიამ.

გატაცების საქმეზე კოალიცია "ჩვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა მელია სასამართლომ აქეთ, 5000 ლარით დააჯარიმა - გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამოაცხადა. 

ნიკა მელია დრეს საკუთარ დარღვეულ უფლებებზე დაობდა, სასამართლოს დეტალურად მოუყვა, თუ როგორ გაიტაცეს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან 29 მაისს. 

 

მსგავსი სიახლეები