მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო - ბექა ბასილაია

13.11.25 15:33
მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო - ბექა ბასილაია

 

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო. 

უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების შემკვეთი რუსეთია. 

ბექა ბასილაია აღნიშნავს, რომ ციხეში დაბრუნებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი თავს მხნედ გრძნობს. 

მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ. ყველას ესმის, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მასთან დაკავშირებით, ნებისმიერი ღონისძიება მასთან დაკავშირებით, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ეს გადაწყვეტილებები მიიღება არა პენიტენციურ დაწესებულებაში, არა პროკურატურაში, არამედ ამ გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი. ამ გადაწყვეტილებების შემკვეთი არის, რა თქმა უნდა, რუსეთი. 

სამედიცინო მდგომარეობასთან დაკავშირებით მე ვერავითარ განმარტებას ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ არავითარ ინფორმაციას არ ვფლობ. 

ეს კიდევ ერთხელ არის იმის ნათელმყოფელი, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ყველა გადაწყვეტილება მიიღება პოლიტიკური ნიშნით და არა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით, უკვე კომიკურ რეჟიმშია გადასული ხელისუფლება მის მიმართ წარმოებული დევნისას. აგერ ზვიგენთან სელფის გადაღების გამო წაუყენეს ბრალი," - ამბობს ბექა ბასილაია. 

ცნობისთვის, გუშინ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს.  

მსგავსი სიახლეები