წაუყენებენ თუ არა ბრალს ექს-პრემიერის მამას?

14.11.25 11:46
წაუყენებენ თუ არა ბრალს ექს-პრემიერის მამას?

წაუყენებენ თუ არა ბრალს ექს-ეპრემიერის მამას? - დღეს "პირელებმა" ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატს, ლილი გელაშვილს ჰკითხა, გამოკითხა თუ არა საგამოძიებო უწყებამ ტარიელ ღარიბაშვილი. 

  • შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო უწყებამ ყოფილი პრემიერის სახლის გარდა, ტარიელ ღარიბაშვილის სახლშიც ჩაატარა ჩხრეკა. ამიტომაც საინტერესოა გამოიკითხა თუ არა ის და რა კითხვები ჰქონდა მასთან გამომძიებლებს.

უფლებადამცველი ამბობს, რომ "ინფორმირებულია", თუმცა კითვხას ვერ უპასუხებს: 

ინფორმირებული ვარ, მაგრამ გამოძების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერ ვერ გაგცემთ ამაზე პასუხს", - განაცხადა ადვოკატმა. 

ლილი გელაშვილმა დღეს "პირველებს" უთხრა, რომ არც ყოფილი პრემიერის და არც მისი მამის, ტარიელ ღარიბაშვილის სახლიდან ოქროს ზოდები, საათები და ძვირადღირებული ნივთები ამოღებული არ არის. 

მსგავსი სიახლეები