"რეჟიმი დიქტატურის გამყარებას ცდილობს და პუტინის მითითებით მოქმედებს" - ენმ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებაზე

14.11.25 13:19
"რეჟიმი დიქტატურის გამყარებას ცდილობს და პუტინის მითითებით მოქმედებს" - ენმ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებაზე

რეჟიმი დიქტატურის გამყარებას ცდილობს, - ასე აფასებენ "ნაციონალურ მოძრაობაში" მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას.

ანი წითლიძე პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნება" მიხეილ სააკაშვილს სამაგალითოდ სჯის, რათა დაანახოს საერთაშორისო პარტნიორებს და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებს, რომ ბრძოლას არანაირი აზრი არ აქვს. 

რეჟიმისთვის პრობლემაა მიხეილ სააკაშვილი, იმიტომ, რომ ახლა რეჟიმი ცდილობს, მაქსიმალურად გაიმყაროს დიქტატურა იმისთვის, რომ შემდეგ უფრო მშვიდად იგრძნოს ამ ქვეყანაში თავი და დაანახოს, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ აქ დიქტატურაა დამყარებული და ყველა მოგუდული ჰყავს საერთოდ ირგვლივ. ასევე ქვეყნის შიგნით ანახოს ყველას, რომ არანაირ ბრძოლას აზრი არ აქვს, ამიტომ აკეთებს ახლა ის, რომ სამაგალითოდ სჯის. სამაგალითოდ სჯის მიხეილ სააკაშვილს ახლა იმისთვის, რომ მისმა მრავალათასიანმა ამომრჩევლებმა და მომხრეებმა ჩათვალონ, რომ არანაირ ბრძოლას ამ ქვეყანაში აზრი არ აქვსდა არ არის ეს გზა დიქტატორისთვის იმისთვის, რომ მშვიდად იგრძნობს თავი, - ამბობს წითლიძე. 

ამავე აზრს იზიარებს ალექსანდრე ბარამიძეც. პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება მოსკოვის მითითებით მოქმედებს და ყველაფერს აკეთებს, რა თა ქვეყანა რუსულ ორბიტაზე დააბრუნოს.  

პუტინის მხრიდან რა მითითებებიც მოდის პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ისე იქცევა ეს მარიონეტული რეჟიმიც. ამიტომ, ჩვენ ამათგან არაფერი გაგკვირვებია. ეს რეჟიმი ცდილობს, აჩვენოს როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე საერთაშორისოს, რომ მისთვის საქართველოს ეროვნული ინტერესები არაფერს წარმოადგენს და ის თავიდან ბოლომდე რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ჩამოაშოროს დასავლეთის ორბიტას, დასავლურ სამყაროს და დააბრუნოს რუსეთის ექკლუზიური გავლენის ორბიტაზე, - ამბობს ალექსანდრე ბარამიძე.  

"ოცნება" სააკაშვილის მკურნალობის ფულს უთვლის. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დაითვლება, რა თანხა დაუჯდა სახელმწიფოს ექსპრეზიდენტის ვივა მედში მკურნალობა და გამოიკვლევენ, რამდენად საფუძვლიანი იყო ის დიაგნოზები, რამაც მისი ციხიდან კლინიკაში გადაყვანა განსაზღვრა.

პაპუაშვილი ასევე მიუთითებს, რომ შესაძლოა დაიკითხონ ექიმები, რომლებიც სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმში მუშაობდნენ, რადგან მისი თქმით, სააკაშვილის შესახებ „ყალბი დასკვნები“ მზადდებოდა და პროცესში უცხოელი სპეციალისტებიც იყვნენ ჩართულები.

რომლებიც სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმში მუშაობდნენ, რადგან მისი თქმით, სააკაშვილის შესახებ „ყალბი დასკვნები“ მზადდებოდა და პროცესში უცხოელი სპეციალისტებიც იყვნენ ჩართულები.

მსგავსი სიახლეები