გაგვეცით პასუხი! - სამოქალაქო აქტივისტები გიორგი გახარიას
გაგვეცით პასუხი - ასე მიმართავენ გიორგი გახარის სამოქალაქო აქტივისტები, ვინც გავრილოვის სისხლიან ღამეს პარლამენტთან იმყოფებოდნენ. მოქალაქები ამბობენ, რომ საჭიროა ყოფილმა პრემიერმა ყველაფერზე ღიად ისაუბროს - თქვას, ვინ იყო 20 ივნისის მთავარი შემოქმედი და ვისი ბრძანებით ესროდნენ მოქალაქეებს რეზინის ტყვიებს.
მას თუ უნდა, რომ ქართულ ოცნებას არ გაყვეს უკან, შესაბამისად უნდა იმოქმედოს და გაგვცეს იმ ადამიანებს პასუხი, რომლებიც 20 ივნისის ღამეს ვიდექით აქ. უნდა გვითხრას, ამ ყველაფერში ვინ არის დამნაშავე, თუ თავს უდანაშაულოდ თვლის თავისთავად. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი, რომ ისტორიაში სწორ მხარეს ჩაიწეროს მისი სახელი და გვარი, არის საუბარი და სიმართლის გაჟღერება", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.
20 ივნისის საქმე - გიორგი გახარიას ადვოკატის, ბერდია სიჭინავას თქმით, ბრალის დადაგენილებაში და საქმის მასალებში წერია, რომ ყოფილ პრემიერს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია. ამიტომ ახლა საინტერესოა, თუ ვინ გასცა სისხლიანი დარბევის დღეს აღნიშნული ბრძანება.
- ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა ორი მიმართულებით დაიწყო. გუშინ კი თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე და 20 ივნისის აქციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.