დაემატება თუ არა ახალი ბრალი მიხეილ სააკაშვილს - რას გეგმავს "ოცნება"?
დაემატება თუ არა ახალი ბრალი მიხეილ სააკაშვილს? - შალვა პაპუაშვილის დრევანდელ განცხადების შემდეგ "პირველებმა" კახა კალაძეს ჰკითხა, აპირებს თუ არა "ოცნება" სამართლებრივი პროცედურის დაწყებას მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ.
კალაძემ აღნიშნული არ უარყო, თქვა მხოლოდ ის, რომ არ იცის და რომ ამის შესახებ კითხვა შესაბამის უწყებას უნდა დავუსვათ.
- ივანიშვილის გუნდი ეჭვის ქვეშ აყენებს იმ დიაგნოზებს, რომლის საფუძველზეც, მესამე პრეზიდენტი ციხიდან ვივა მედში გაიდაყვანეს.
- შალვა პაპუაშვილი აპირებს დათვალონ, რა დაჯდა სააკაშვილის ვივა მედში მკურნალობა და შეისწავლონ, იმ სამედიცინო დასკვნების სისწორე, რომელიც სააკაშვილის შესახებ მომზადდა.
რამდენიმე თვიანი ცრუ კამპანია იყო როგროც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომელშიც ჩართულები იყვნენ უცხოეთის მაღალი თანამდებობის პირებიც. იმ სიცრუისთვის, რაც აკადრეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას, კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები მინიმუმ უნდა გამოვიდნენ და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას", - განაცხადა კალაძემ.
"ხალხის" ძალის წევრი, ეკა სეფაშვილი ამბობს, რომ გამოძიება ნამდვილად შეძლებდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და მკურნალობსი შესახებ სიმართლის დადგენას.
ფაქტია, რომ იტყუებოდა, რადგან დემენცია არის დაავადება, რომელიც არ იკურნება, ასევე რადიაციით მოწამვლა არ იკურნება და ჩვენ ვხედავთ ახლა გამოჯანმრთელებულ სააკაშვილს. თუ გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით დაიწყება, გამოძიება იტყვის თავის სიტყვას", - აცხადებს ეკა სეფაშვილი.
რაც შეეხება "ოცნების" წევრს, ლევან მახაშვილს, ის ამბობს, რომ განუკურნებელი დაავადებისგან ადამიანის განკურნება მართლაც მოითხოვს შესწავლას, რადგან მისი შეფასებით, ეს საკითხი ბევრ კითხვას აჩენს.
ცუნამი დეზინფორმაციის მოვისმინეთ გასული წლების განმავლობაში, რომ თითქოს ისეთი განუკურნებელი დაავადებები ჰქონდა, რომელიც მათ შორის ზოგიერთმა ჩვენმა ქართველმა ექიმმა დაასკვნა. 4 წლის თავზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანი განიკურნა, ბრჭყალებში. სწორედ ეს კითხვა ჩნდება, როგორ განიკურნა განუკურნებელი დაავადებისგან ადამიანი? ეს კითხვა ხომ ლეგიტიმური კითხვაა?"- ამბობს ლევან მახაშვილი.
ივანიშვილის პარტიის ლიდერი, შალვა პაპუაშვილი დღეს დაინტერესდა, რა დაჯდა სამი წლის და ექვსი თვის განმავლობაში სააკაშვილის მკურნალობა. ახლა საინტერესოაა დაიბარებენ თუ არა იმ მედიკოსებს გამოკითხავაზე, ვინც საახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის შემადგენლობაში იყვნენ.
"ყალბი დასკვნები იყო სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ" - განაცხადა დღეს პაპუაშვილმა.