რეზო კიკნაძის წერილი: რა კარგი იქნებოდა შვილი მყოლოდა, გაზრდილი მაინც დამხვდებოდა

15.11.25 20:58
რეზო კიკნაძის წერილი: რა კარგი იქნებოდა შვილი მყოლოდა, გაზრდილი მაინც დამხვდებოდა

 

 

სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე "შაბათის ეთერს" გლდანის ციხიდან წერილს უგზავნის, სადაც პროევროპული აქციების დროს დაკავებული სტუდენტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ გაუსაძლის პირობებზე საუბრობს. 

კიკნაძის თქმით, ციხეთა სისტემაში ხალხის მიერ ნაჩუქარი წიგნები დაუხიეს: 

აქ რომ შემოვედი სულ მეცინებოდა,  ციხეზე მარტო ფილმებით ვიცოდი. რომ შემოვედით, თავი რატომ არ გადაგვხოტრეს-თქო, დუშით წყალი რატომ არ მოგვასხეს შემოსვლისთანავე და ნარინჯისფერი უნიფორმა რატომ არ ჩაგვაცვეს-თქო.

ჭამაც მეგონა კაფეტერიებში იყო, როგორც ფილმებშია. რეალობაში სულ სხვანაირად ყოფილა ყველაფერი. სეირნობის დროსაც ვერავის ვნახულობთ. გამოსვლაზე დიდად არ ვნერვიულობ. როცა იქნება იქნება. თუ ისევ ასეთი გარემო დამხვდა გარეთ ალბათ მალე დამიჭერენ მაგასაც ვფიქრობ ხოლმე.  იმიტომ რომ მე ვერ გავჩერდები ვერასდროს და უსამართლობას მშვიდად ვერ ვუყურებ. უბრალოდ ახლა დავფიქრდი, აქ, რა კარგი იქნებოდა შვილი მყოლოდა, გაზრდილი მაინც დამხვდებოდა - ცოტათი მაინც.

მერაბ კოსტავა არის ჩემი კერპი და რაც არ უნდა ცუდ პირობებში ვიყო ხოლმე სულ მერაბის განვლილი გზა მახსენდება  და შესაბამისად წუწუნის უფლება არ მაქვს. ჰო, კიდევ, ყველა წიგნის წინა გვერდი დამიგლიჯეს ამ უწიგნურებმა. ყუთებით მაჩუქა ხალხმა და დედიკომ ყველას დააწერა „მაჩუქეს სამშობლოს სიყვარულისთვის". წარწერა არ შეიძლებაო, ნეტა რას ვიზამ ამ წარწერით? და ახალი წიგნები სულ დაანაკუწეს.

მსგავსი სიახლეები