კობახიძემ გაეროში წასვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ იცის, მისი ბოლო შანსია, ტრიბუნაზე დადგეს - სამადაშვილი

31.08.26 14:22
კობახიძემ გაეროში წასვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ იცის, მისი ბოლო შანსია, ტრიბუნაზე დადგეს - სამადაშვილი

“ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილის ბრიფინგს აფასებს და ამბობს, რომ “არაფერი უკეთ არ აღწერს, “ოცნების“ შიდა ლპობის პროცესს, როგორც პაპუაშვილის დღევანდელი ბრიფინგი“.

ოპოზიცონერი ლიდერის თქმით, კობახიძემ  გაეროში წელს თავად წასვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ იცის, “მისი ბოლო შანსია, გაეროს ტრიბუნაზე დადგეს“. 

არაფერი უკეთ არ აღწერს, ქართული ოცნების შიდა ლპობის პროცესს, როგორც პაპუაშვილის დღევანდელი ბრიფინგი, ხანგრძლივი პაუზის შემდგომ: 
1. ძველი და დაფხაჭნილი ფირფიტა-უცხოელების აგენტურაზე...სახეზე აწერია, რომ თავადაც არ სჯერა, ან როგორ დაიჯერებს, 20 წელი გერმანიის 'აგენტად' ნამსახურები კაცი.
2. 'მამუ' აღარ გვყავს, ამიტომ, აღარც რეგიონების და არც ძალოვანი უწყებების კოორდინატორი აღარ გვჭირდებაო. 
3. ხო, და 'გრანდიოზულ' რეფორმას ვატარებთ განათლების სფეროშიო-ჩინური პოლიასტერის ფორმებით, სკოლის ნაცვლად ასაწყობ კონტეინერებში  დაპატიჟებულ მოსწავლეებს, 'დენიკინის' დროინდელი მეთოდით კი, არამოთხოვნად სპეციალობებზე ნაკლები ქულების მქონე აბიტურიენტების ჩარიცხვას გულისხმობდა აქ, ისე, რომ იცოდეთ.
ამიტომაც გადაწყვიტა მისმა მეგობარმა, ჯერ რომ ისევ პრემიერად მიიჩნევს თავს, გაეროში წელს თავად წავიდეს, იცის, მისი ბოლო შანსია, გაეროს ტრიბუნაზე დადგეს. 
ბიძინას რეზიდენციაშიც უნდა აღწევდეს წესით ამ გახრწნის პროცესის ერთობ უსიამოვნო სურნელი, - წერს სამადაშვილი.

წელს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე საქართველოს ირაკლი კობახიძე წარადგენს. 

ცნობისთვის, 2025 წელს გაეროს ასამბლეაზე სიტყვით მიხეილ ყაველაშვილი გამოვიდა.

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია 2026 წლის 8 სექტემბერსგაიხსნება. 

 

მსგავსი სიახლეები