მურმან დუმბაძე: რიჟვაძეს ჰქონდა მცდელობა, შემოსულიყო საქართველოში, თუმცა ქართველმა მებაჟეებმა არ შემოუშვეს
პარტია “ვემსახურე საქართველოს“ დამფუძნებლის, მურმან დუმბაძის ინფორმაციით, რიჟვაძეს ჰქონდა მცდელობა, შემოსულიყო საქართველოში, თუმცა ქართველმა მებაჟეებმა არ შემოუშვეს.
როგორც მან “პირველებს“ უთხრა, მას აქვს ინფორმაცია, რომ “აჭარის ყოფილი მეთაური ცდილობდა, ბიძინა ივანიშვილთან საქმე დაელაგებინა, თუმცა არ გამოუვიდა.“
ჩემი ინფორმაციით, ის აპირებდა ივანიშვილთან საქმის მოგვარებას, მას ჰქონდა მცდელობა, რომ შემოსულიყო საქართველოში, თურქეთიდან სახელმწიფო საზღვრის გადალახვა სურდა, თუმცა ქართველმა მებაჟეებმა უკან გაუშვეს, როგორც ჩანს ბიძინასთან საქმე არ გამოუვიდა და ვერ დალაგდა. ვიდრე ეს ხელისუფლება იქნება, დიდი ალბათობაა, რომ სიმართლეს ვერ გავიგებთ რა მოხდა საგარეჯოში, ახალი ხელისუფლების პირობებში გავიგჰებთ მისგან ისეთ სიმართლეს, რომელიც მას აწყობს, ანუ ძველს ჩაუშვებს და სათავისო სიმართლეს იტყვის, თუ ნორმალური ხელისუფლება გვეყოლება, მხოლოდ მაშინ გაცხადდება, რა მოხდა საგარეჯოში. ზუსტი ინფორმაცია, მისი შინაურებიდან ვიცი, რომ საგარეჯოში საკუთარი ფეხით არ ჩასულა რიჟვაძე, ის ჩაიყვანა მისმა უახლოესმა მეგობარმა, როგორც ახვლედიანი მას უწოდებს. ახლა წავიდა გერმანიაში, პრაქტიკულად სამი თაობა, ბაბუის თაობა ცოლ-შვილით, შვილის თაობა ცოლ-შვილით და შვილიშვილები მიდის. წავიდა იმ ქვეყანაში, რომლის ელჩიც გამოცხადებულია მოღალატედ ამ ქვეყნისა და ნონ გრატად. ამბობენ, რომ რიჟვაძეს თვალის პრობლემა აქვს, თვალის პროლემა მაკო გომურსაც აქვს, მაგრამ გერმანიაში ვერ წავიდა ბაბუათი და შვილებით, იგივე პრობლემა აქვს მზია ამაღლობელს და ვერ იცისნი წავიდნენ, - ამბობს დუმბაძე.
თორნიკე რიჟვაძე გერმანიაშია - ინფორმაცია “პირველებს“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალექსი ახვლედიანმა დაუდასტურა.
ახვლედიანის მტკიცებით, რიჟვაძის გერმანიაში წასვლა მხოლოდ სამკურნალო მიზნებით მოხდა და მას ქვეყანა არ დაუტოვებია.
გუშინ „აჭარა თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ოჯახთან ერთად გერმანიაში გადავიდა. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რიჟვაძეს ერთ თვალში მხედველობა დაკარგული აქვს და სავარაუდოდ, სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აირჩია საცხოვრებლად ევროპა.
მედიის ინფორმაციით, რიჟვაძესთან ერთად გერმანიაში გადავიდნენ მისი მეუღლე, შვილები და მშობლები.