"ოცნების" პირობებში შექმნილ ანტიკორუფციულ ბიუროს კალაძე “გარედან თავსმოხვეულ ვითომ ორგანოს" უწოდებს
კახა კალაძე ანტიკორუფციული ბიუროს "გარედან თავსმოხვეულ, რაღაც დამოუკიდებელ, ვითომ შექმნილი ორგანოს" უწოდებს.
განცხადება „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა რაც ცნობილი გახდა, რომ 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
რეალურად აღნიშნული მიმართულება შევა აუდიტის სამსახურში. მე უნდა ვაფასებდე [ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობას? ] მე ვერაფერს ვუწუნებ, რა ვიცი. არც ვიცი, რა გითხრათ“, - თქვა კალაძემ.
ამასთან, კალაძემ ვერ გაიხსენა ერთი ფაქტი, რომელიც ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოავლინა:
„ვერ გეტყვით, არ დავინტერესებულვარ ამით. ჩემი საქმით ვარ დაკავებული, ჩემი საქმე მაინტერესებს, ეს არის პრიორიტეტი, რას გავაკეთებ ჩემი ქალაქისთვის და ქალაქელებისთვის“- თქვა მან.
- ანტიკორუფციული ბიურო 2023 წელს შეიქმნა. მისი შექმნა ევროკომისიის 12-პუნქტიან გეგმაში მე-4 რეკომენდაცია იყო და გულისხმობდა ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებას.