"[კობახიძე] არაბული კომპანიის პრომო ბიჭუნად არის გადაქცეული" - ელისაშილი
"[კობახიძე] არაბული კომპანიის პრომო ბიჭუნად არის გადაქცეული" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა და ირაკლი კობახიძის 9-წუთიან ვიდეოზე ისაუბრა, სადაც "ოცნების" პრემიერმინისტრმა ისაუბრა, თუ რა სარგებელი ექნებათ მოქალაქეებს არაბული ინვესტიციის შედეგად 16 ათასი საცხოვრებელი სახლისა და ბინის აშენების შემდეგ.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, აღნიშნული ინვესტიცია არ არსებობს - "აფიორაა და ეგ ქალაქები არ უნდა აშენდეს".
ჯერ რა სამარცხვინოა, რომ კაცი პრემიერმინისტრს თავის თავს ხომ მაინც ეძახის და ვირაც ცუციკებიც ხომ ეძახიან, პრომო ბიჭუნად არის გადაქცეული არაბული კომპანიის, ტიპი ვიდეოებს წერს, რომ აი იცით რა კაი ინვესტიციაა, ჯერ ერთი სადაა მად ინვესტიცია, აფიორაა თავიდან ბოლომდე. ეგ ქალაქები არ უნდა აშენდეს.
ჩვენი წინაპრები ხმლით იბრძოდა და სისხლს ღვრიდა. კრწანისის ტყე-პარკი ჰქვია ეს ოხერი. თან დააკვირდით, რა ორ საფრთხილო რეგიონთანაა, ერთი არის ქვემო ქართლში, მეორე არის აჭარაში და შემოდიან არაბები, სადაც ცხვირს ვერ შეყოფს ვერცერთი ქართველი და ჩუქნიან ამ მიწა-წყალს...
ეკოლოგიას რომ თავი დავანებოთ, პრემიერმინისტრი გამოდის და აქებს და ადიდებს ამ არაბულ სიაფანდობას, ბევრი ევროპული ქვეყნებიდან გააგდეს, ვიქტორ ორბანის ქვეყნიდან გააგდეს, ამათი ძმაკაცი რომ არის, უნგრეთიდან გამოაგდეს, სერბეთიდან, ალბანეთიდან იმიტომ, რომ თაღლითები არიან," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.