"მადლობა" სანქციებისთვის თავის არიდებასა და უპატივცემულო განცხადებებისთვის" – ტიხი პაპუაშვილს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, გეორგი ტიხი უკრაინის მხრიდან "უმადურობის" შესახებ შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და საქართველოს სანქციებისთვის თავის არიდებაში, რუსეთის დახმარებისა და უკრაინის მიმართ "მუდმივი უპატივცემულო განცხადებებისთვის" "მადლობა" გადაუხადა.
უკრაინელი დიპლომატის განცხადებით, უკრაინა გულწრფელად უსურვებს ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას - "მიუხედავად ამჟამინდელი მთავრობის პრორუსული პოლიტიკისა".
მადლობა საქართველოს ხელისუფლებას ყველაფრისთვის, კერძოდ, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემოუღებლობისთვისა და მათთვის თავის არიდებაში საერთო აგრესორის დახმარებისთვის, საკუთარი ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის გეზის ცვლილებისთვის რუსული უღელისკენ, უკრაინის მიმართ მუდმივი უპატივცემულო განცხადებებისთვის," - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა.