"ოცნება" რეჟიმია, 2024 წლის არჩევნები გაყალბდა - მხილება ჰელსინკის კომისიაზე
აშშ-ის კონგრესთან მოქმედი ჰელსინკის კომისიის სხდომაზე საქართველოზე მკაცრი პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა. კომისიის წევრების თქმით,
„ქართული ოცნების“ მმართველობა დიქტატორულ რეჟიმს ემსგავსება, 2024 წლის არჩევნები კი - მიტაცებულად უნდა ჩაითვალოს.
სხდომაზე შედგა კონსენსუსი, რომ ქვეყანაში რუსულ-ჩინური გავლენები მატულობს, ხოლო ამ გავლენის მთავარი შემტანი სწორედ ბიძინა ივანიშვილის პარტიაა.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, აშშ-ისთვის „ქართული ოცნება“ და ქართული საზოგადოება ორი სრულიად განსხვავებული ცნებაა.
მისი თქმით: „2024 წელს საქართველოში სამართლიანი არჩევნები არ ჩატარებულა. ძალაუფლება მათ ხელშია, ვისაც ხალხს არ აურჩევია.“
აშშ-ის ინტერესებში საქართველოს თემა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე აღარ განიხილება. პროცესში უკვე აღმასრულებელი ხელისუფლებაც არის ჩართული.
ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში სპეციალური წარმომადგენელი გამოგზავნა კონკრეტული მისიისთვის - შეაფასოს, რამდენად არის ქვეყანა მზად რეგიონში ამერიკული ინტერესების განხორციელებისთვის და რამდენად შეიძლება ქართულმა სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგიულ გეგმებს სამხრეთ კავკასიაში.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.