"ოცნებას" საერთაშორისო კორუფციული გამოძიება ემუქრება
ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სტამბულის სესიაზე მიიღო ვრცელი რეზოლუცია საქართველოს შესახებ, სადაც პირველად გაჩნდა მოთხოვნა, ქვეყანაში მასშტაბური კორუფციისა და ფულის გათეთრების საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს.
ეს დოკუმენტი ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის ოფიციალური პოზიციაა და რეზოლუციის ერთ-ერთ ძირითად პუნქტად სწორედ საქართველოს მიმართ საგამოძიებო მექანიზმების ამოქმედება სახელდება.
რეზოლუციის ტექსტმა „ქართულ ოცნებაში“ მკვეთრი გაღიზიანება გამოიწვია.
სტამბულში საქართველოს წარმომადგენლები, ნიკოლოზ სამხარაძე და მაია ბითაძე, ცდილობენ უარყონ, რომ ასამბლეამ მსგავსი დოკუმენტი მიიღო.
თუმცა, თბილისში ივანიშვილის პარტიის სხვა წევრები უკვე ადასტურებენ დოკუმენტის არსებობას და ღიად აკრიტიკებენ ევროპის სახალხო პარტიას.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.