28 ნოემბერს თავისუფლება, ეროვნული იდენტობა და დამოუკიდებლობა დავიცვათ! - ზურაბიშვილი

18.11.25 22:44
28 ნოემბერს თავისუფლება, ეროვნული იდენტობა და დამოუკიდებლობა დავიცვათ! - ზურაბიშვილი

ამ ჩამონათვლიდან თუნდაც ერთს თუ ეთანხმებით, 28 ნოემბერს ქვეყნის სადარაჯოზე დადგებით, რამეთუ დღეს საოკუპაციო ხაზი რუსთაველზე გადის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზინდეტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას მოუწოდებს, შეუერთდნენ დაგეგმილ აქციას.

ზურაბიშვილის თქმით, “28 ნოემბერს თავისუფლება, სამართალი, ერთობა, ეროვნული იდენტობა, ნამდვილი მშვიდობა  და დამოუკიდებლობა უნდა დავიცვათ! “

ამ ჩამონათვლიდან თუნდაც ერთს თუ ეთანხმებით, 28 ნოემბერს ქვეყნის სადარაჯოზე დადგებით, რამეთუ დღეს საოკუპაციო ხაზი რუსთაველზე გადის:
- არ ვეგუებით პრემიერის ანტი-ევროპულ გადაწყვეტილებას და ქვეყნის მიზანმიმართულ იზოლაციას, რუსეთისკენ მიბრუნებას!
- არ ვეგუებით სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების უსამართლო განაჩენებს, მათ დატუსაღებას!
- არ ვეგუებით არცერთ რუსულ კანონს და რუსულ მოდელზე აგებულ რეპრესიულ რეჟიმს, მისი დამონებული მსახურების კორუფციულ სკანდალებს და ქვეყნის ძარცვას!
- ვგმობთ ადამიანებზე ძალადობას-ფიზიკურს, მორალურს თუ ფინანსურს!
- ვგმობთ ანტი-ეროვნულ ანტი-კულტურულ პოლიტიკას, ეფექტური დაცვის ნაცვლად ძეგლების განადგურებას.
- ვგმობთ განათლების ეგრედწოდებულ რეფორმას, ევროპულ საგანმათლებელო სივრცისგან ჩვენს ჩამოშორებასა და ქართველი სტუდენტებისთვის ევროპული უნივერსიტეტების გზის გადაკეტვას.
- ვგმობთ ქვეყნის განვითარების შეჩერებას,  რაც პარტნიორების ინვესტიციებისა და დახმარების პროგრამების შეჩერებითაა გამოწვეული. 
- ვგმობთ ჩვენი ემიგრანტების მიმართ ახლად მიღებულ დისკრიმინაციულ, უსამართლო და უგონო გადაწყვეტილებას, რომელიც მათთან კავშირს აზიანებს და ქვეყანას ვნებს.
- ვგმობთ ეკოლოგიის, ბუნების, რეკრეაციული ზონების განადგურებას უხარისხო, დაუგეგმავი მშენებლობებისა და კორუპციული სქემების სასარგებლოდ!
- ვგმობთ, რუსეთის ინტერესებზე აგებულ  და მოსკოვის კარნახით მმართული რეჟიმის ყველა ანტი-ეროვნულ ქმედებას. პირველ რიგში, ნეიტრალიტეტის თემის წამოსაწევად წამოწყებულ კამპანიას! 
28 ნოემბერს თავისუფლება, სამართალი, ერთობა, ეროვნული იდენტობა, ნამდვილი მშვიდობა  და დამოუკიდებლობა დავიცვათ! 
მომავალი ჩვენია,- წერს ზურაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები