"ოცნებამ" ევროპას მახე დაუგო - ბუტიკაშვილი

19.11.25 13:38
"ოცნებამ" ევროპას მახე დაუგო - ბუტიკაშვილი

"ოცნებამ" ევროპას მახე დაუგო" - კოალციცია "ცვლილებისთვის" წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდმა ბრიუსელს განზრახ შესთავაზა სანქცირებული ადამიანების სია, რომ დელეგაციის შემადგენლობა გაეპორტესტებინა და შეთავაზებას არ დათანხმებულიყო.

ბუტიკაშვილის თქმით, თუ "ოცნებას" სურდა ბრიუსელთან ამ ფორმატში მონაწილეობა გაგრძელებულიყო, მათ შეეძლოთ შეეთავაზებინათ ისეთი ადამიანების სია, რომლებიც მინიმუმ სანქცირებულები არ არიან.

სწორედ ამიტომ ჰგავს "ქართული ოცნების" ყველა ქცევა რუსულ ქცევას - ამბობს ოპოზიციონერი. 

"ქართულმა ოცნებამ" შესთავაზა ისეთი ადამიანების სია ცხადია განზრახ, რომლებიც არიან ევროპის მიერ დასანქცირებულები, სწორედ იმიტომ, რომ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ეს იყო "ოცნების" მხრიდან დაგებული მახე ევროპის მიმართ, სწორედ იმიტომ, რომ ევროპას გაეპროტესტებინა და არ დათანხმებოდა ამ შეთავაზებას, თუმცა "ოცნებას" თუ სურდა ამ ფორმატში მონაწილეობა გაგრძელებულიყო, მათ შეეძლოთ თავისუფლად შეეთავაზებინათ ისეთი ადამიანები, რომლებიც მინიმუმ სანქცირებულები არ არიან, თუმცა ეს არ გააკეთეს. სწორედ ამიტომ ჰგავს "ქართული ოცნების" ყველა ქცევა რუსულ ქცევას. ზუსტად იდენტურად დგამენ იმ ნაბიჯებს, რასაც პუტინი დგამს წლებია - მაგალითად უკრაინაში რასაც აკეთებს ახლა - ანუ, არასდროს არ იხევს უკან და პირიქით, ცდილოსბ დაადანაშაულოს სხვა, ამ შემთხვევაში ევროპა", - აცხადებს გიორგი ბუტიკაშვილი. 

  • ცნობისთვის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო, გაუქმდა. მიზეზი, სავარაუდოდ, ქართულ დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნა გახდა - ეს ინფორმაცია რამდენიმე მედიას ბრიუსელში წყაროებმა დაუდასტურეს.

დღეს "ოცნების“  საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ამტკიცებს, რომ შეხვედრა იმის გამო ჩაიშალა, რომ "ბრიუსელი არ არის მზად, მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები."

 

მსგავსი სიახლეები