სანქცირებული დარახველიძე, რომლის გამოც სავარაუდოდ ევროკავშირთან დიალოგი გაუქმდა, პარლამენტში გამოჩნდა
სკანდალში გახვეული გელაძის მოადგილე პარლამენტში გამოჩნდა - "პირველებმა" ალექსანდრე დარახველიძეს ჰკითა, მის გამო ჩაიშალა თუ არა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო.
დარახველიძემ ინფორმაცია არ უარყო, თუმცა არც კითხვებს უპასუხა, თქვა მხოლოდ ის, რომ კომენტარს კომიტეტის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
სავარაუდოდ, სწორედ ალექსანდრე დარახველიძის გამო გააუქმა ევროკავშირმა ყოველწლიური მოლაპარაკეკები საქართველოსთან.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ნოემბრის სისხლიანი მოვლენების გამო დიდმა ბრიტანეთმა და ბალტიის ქვეყნებმა დაასანქცირეს, "ქართულმა ოცნებამ" კი ადამიანების წამების გამო სანქცირებული ჩინოვნიკი ევროკავშირთან, ადამიანების უფლებების შესახებ სალაპარაკოდ დელეგაციის შემადგენლობაში ჩასვა. სავარაუდოდ, სწორედ ამას მოყვა ბრიუსელის დემარში.
- ცნობისთვის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო, გაუქმდა. მიზეზი, სავარაუდოდ, ქართულ დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნა გახდა - ეს ინფორმაცია რამდენიმე მედიას ბრიუსელში წყაროებმა დაუდასტურეს.
დღეს "ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ამტკიცებს, რომ შეხვედრა იმის გამო ჩაიშალა, რომ "ბრიუსელი არ არის მზად, მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები."