არ გამიკვირდება, რომ "ოცნების" რეჟიმი ევროკავშირთან შეხვედრის საბოტირებას შეგნებულად ახდენდეს - გეგელია

19.11.25 13:53
არ გამიკვირდება, რომ "ოცნების" რეჟიმი ევროკავშირთან შეხვედრის საბოტირებას შეგნებულად ახდენდეს - გეგელია

არ გამიკვირდება, რომ "ოცნების" რეჟიმი ევროკავშირთან შეხვედრის საბოტირებას შეგნებულად ახდენდეს - ამის შესახებ "პირველებთან" "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია საუბრობს, რითაც ევროკავშირთან ჩაშლილ დიალოგს ეხმაურება. 

მისი თქმით, სწორედ პროცესის საბოტირებაა, როცა ადამიანის უფლების განსახილველად აგზავნი ადამიანს, რომელიც არის ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქცირებული. 

არ გამიკვირდება, რომ "ოცნების" შეგნებულად ახდენს ამ ტიპის შეხვედრების საბოტირებას, იმიტომ, რომ  ეს არის მათი ხელწერა, რუსული ცინიზმის საუკეთესო ტრადიციაში სწორედ ადამიანის უფლებების გამო დასანქცირებულ პირები მიავლინონ ადამიანის უფლებებსი განსახილველად.  ასეთია ქოცი, ასეთია კრემლის ცინიკური სტილი. ამავდე დროს, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რალურად არც ბრიუსელი არ არის დაინტერესებული ქოცებთან, ამ რუსებთან საუბრით და იმ შემთვევაში თუ დარახველიძეს გზავნიდნენ, ეს არის პირდაპირი საბოტირება პროცესის და ეს არის რუსული ცინიზმის ტრადიცია, რომელშიც ადამიანის უფლების განსახილველად აგზავნი ადამიანს, რომელიც არის ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქცირებული", - ამბობს გრიგოლ გეგელია. 

  • ცნობისთვის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო, გაუქმდა. მიზეზი, სავარაუდოდ, ქართულ დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნა გახდა - ეს ინფორმაცია რამდენიმე მედიას ბრიუსელში წყაროებმა დაუდასტურეს.

დღეს "ოცნების“  საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ამტკიცებს, რომ შეხვედრა იმის გამო ჩაიშალა, რომ "ბრიუსელი არ არის მზად, მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები."

მსგავსი სიახლეები