რომელია საზოგადოება? - "ოცნების" დეპუტატი მოქალაქეებზე

19.11.25 13:52
რომელია საზოგადოება? - "ოცნების" დეპუტატი მოქალაქეებზე

 

 

თუ ქვეყანა უყვართ, უნდა ჩამოვიდნენ, - ასე პასუხობს "ოცნების" დეპუტატი შოთა ხაბარელი ემიგრანტების შესახებ დასმულ შეკითხვას, რომელთაც ახალი საარჩევნო კოდექსით, არჩევნებში მონაწილეობისთვის საქართველოში მოუწევთ ჩამოსვლა.  

ივანიშვილის გუნდის წევრის თქმით, ქართველი ემიგრანტები 4 წელიწადში ერთხელ სამშობლოში უნდა ჩამოვიდნენ და მიმდინარე პროცესებს ადგილზე გაეცნონ. 

ყველა მოქალაქემ საქართველოში, ქართველი, ვისაც ქართული პასპორტი აქვს, უნდა იცოდეს ის მიმდინარე პროცესები, რაც მოქმედებს საქართველოში. უნდა ჩამოვიდნენ, თავისი ქვეყანა ნახონ, გაეცნონ, ერთი თვით მაინც ჩმოვიდნენ, ნახონ, რა პროცესებია... თუ ქვეყანა უყვართ და ქვეყნის პროცესებში უნდათ, ჩაერთონ, მემგონი, ეს ერთი დღე არაფერია, - ამბობს ხაბარელი. 

ამასთან, "ოცნების" დეპუტატი სამოქალაქო საზოგადოებასთანდ აკავშირებით დასმულ კითხვას ასე პასუხობს: 

რომელია საზოგადოება?

 

ბოლო ცვლილებებით, „ქართული ოცნების“ ინიციატივებში შედის რიგი შეზღუდვები, რომლებიც გავლენას ახდენს მოქალაქეების მონაწილეობაზე საარჩევნო პროცესში. მათ შორის:

  • საარჩევნო კომისიის წევრად ვერ დაინიშნება პირი, რომელიც ერთხელ მაინც დაჯარიმებულია გზის გადაკეტვის ან პროტესტის სხვა ფორმაში მონაწილეობის გამო.

  • ასევე ვერ დანიშნავენ პირს, რომელსაც საპროცესო ან სისხლის სამართლის მსჯავრი აქვს.

  • იზღუდება საარჩევნო უბანზე აუდიოჩაწერა და ვიდეოგადაღება.

  • საარჩევნო უბნიდან ერთხელ გაძევებულ პირს მომავალში პროცესში მონაწილეობა ეკრძალება.

ახალი ცვლილება აწესებს ფოტოდან და ვიდეოდან დაკავშირებულ დამატებით წესებსაც:

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს (გარდა კენჭისყრის კაბინისა), ასევე საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს შეუძლია ფოტო-ვიდეოგადაღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ უშლის ხელს საარჩევნო პროცესს ან კომისიის მუშაობას და არ ახორციელებს აუდიომონიტორინგს. აკრძალულია ისეთი ინფორმაციის გადაღება ან დამუშავება, რომელიც ამ კანონის მიხედვით, საჯარო არ არის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი პირდაპირ ითვალისწინებს გადაღების უფლებას. კენჭისყრის ფარულობის დასაცავად კენჭისყრის კაბინაში გადაღება მკაცრად აკრძალულია.

ასევე, იკრძალება ინტერვიუს ჩაწერა უბანზე და უფრო მეტიც, თუ დაპირება იქნება, მედიას ფაქტის გადაღების უფელაბა არ ექნება. თუ გადაიღებს, ვიდეო მასალა ხმის გარეშე უნდა გაავრცელოს.

ანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი

აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მე-15 ცვლილებაა საარჩევნო კოდექსში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

მსგავსი სიახლეები