სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი თბილისშია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი ეწვია.
პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაკა ბოჭორიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე დახვდნენ.
მაკა ბოჭორიშვილმა ვაჰაგნ ხაჩატურიანს მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამობრძანებისთვის და ნაყოფიერი ვიზიტის განხორციელება უსურვა.
სომეხ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში, ვაჰაგნ ხაჩატურიანი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს"- წერია ოფიციალურ პრეს-რელიზში.
სომხეთის პრეზიდენტი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.
ეს არის ვაჰაგნ ხაჩატურიანის მეორე ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.