რატომ არ იხილავს მედიის განცხადებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო? - როგორ იმართლებს თავს მოსამართლე გვრიტიშვილი
რატომ არ რეაგირებს იუსტიცის უმაღლესი საბჭო მედიის მოთხოვნებზე, რომ კამერები იყოს დაშვებული კონკრეტულ სასამართლო პროცესებზე - დღეს ეს კითხვა ჟურნალისტებმა დიმიტრი გვრიტიშვილს დაუსვეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ირწმუნება, რომ შესაძლოა განცხადების მომართვას ჰქონდა რაიმე ფორმალური პრობლემა, რის გამოც საბჭოზე განსახილველად არ იქნა დაშვებული.
გვრიტიშვილმა დღეს მხოლოდ ერთ სასამართლო პროცესის შესახებ დაწერილი მიმართვა გაიხსენა, როცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კამერებსი დაშვება/არდაშვებაზე იმსჯელეს - საუბარია გიორგი ბაჩიაშვილის ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე.
ეს არის საბჭოს დისკრეციული უფლებამოსილება, ყოველ კონკრეტული შემთხვევაში, ისევ და ისევ კანონით მას მიეცა უფლებამოსილება ან გასცეს ან არ გასცეს ეს თანხმობა კონკრეტული პროცესის გაშუქებაზე, გააჩნია, ყველა შემთხვევა შეიძლება იყოს ინდივიდუალური, ამიტომ თითოეულ შემთხვევაზე საბჭო იმსჯელებს ინდივიდუალურად და მიიღებს გადაწყვეტილებას.
შეიძლება განცხადების მომართვას ჰქონდა რაიმე ფორმალური პრობლემა, რის გამოც საბჭოზე განსახილველად არ იქნა დაშვებული. კონკრეტული ფორმა საბჭოში მე როგროც ვიცი შემუშავებული არ არის, შინაარსობრივად და სამართლებრივად გამართული უნდა იყოს მომართვა, რის შემდეგაც საბჭო იმსჯელებს ამ საკითხზე და მიიღებს გადაწყვეტილებას.
საბჭო არ არის ვალდებული, ყველა შემთხვევაზე მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება", - ამბობს გვრიტიშვილი.