გვრიტიშვილი: სასამართლოში ტელეფონების აკრძალვა ეხება ყველას

19.11.25 17:29
გვრიტიშვილი: სასამართლოში ტელეფონების აკრძალვა ეხება ყველას

 

 

სასამართლო სრულ იზოლაციაში ექცევა - შენობაში შესულ ჟურნალისტს, ადვოკატს, მოქალაქეს და პრორორასაც კი   მობილურ ტელეფონებს ჩამოართმევენ და კარადაში შეანახინებენ. ეს ინფორმაცია მედიას დღეს დიმიტრი გვრიტშვილმა დაუდასტურა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა თქვა, რომ შეზღუდვა ეხება ყველას.

"პირველების" ჟურნალისტმა დღეს გვრიტიშვილს ჰკითხა, პრაქტიკაში როდის ამოქმედდება აღნიშნული შემზღუდავი კანონი - ამ კონკრეტულ კითხვაზე გვრიტიშვილს პასუხი არ აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა, სასამრთლოს დარბაზში გადაღება იყო აკრძალული, ფარულად გადაღებული ვიდეოები სასამართლოებიდან მაინც ვრცელდებოდა. სატავსო არის იმიტომ, რომ კანონის აღსრულებსი მიზნით ტელეფონი ხომ უნდა შეინახონ, რომ სხდომა რომ დასრულდება ეს ტელეფონი დაუბრუნდეს პატრონს.  

ნებისმიერი ტექნიკური საშუალება, რომლითაც შესაძლებელია, რომ იწარმოოს გადაღება, შემდეგ ეს უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერი არსებობს შესაძლებლობა რომ გავრცელდეს, როგორც აქამდე იყო ამის ფაქტები,  აქედან გამომდინარე, პარლამენტის მიერ მიღებული კანონის აღსრულების მიზნით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეიმუშავა შესაბამისი ნორმატიული აქტი. 

როდესაც სასამართლო საქმეს იხილავს, სასამართლო უნდა იყოს ორიენტირებული და კონცენტრირებული იმ საქმის სამართლებრივად სწორად განხილვაზე და არა იმაზე, რომ ვიღაცა სუბვიექტები, ვინც ესწრებიან ამ სასამართლოს და ხშირ შემთხვევაში ცეცხლზე ნავთს ასხამ და პირდაპირი ტრანსლაციის განხორციელება ასეთ მომენტში სასამართლო ზედმეტ ენერგიას ხარჯავდა, რომ ეს ლოკალური შემთხვევები გაენეიტრალებინა.

საზოგადოება ხედავდა ყოველდღირუ რეჟიმში თითქმის, რა ხდებოდა სასამართლო პროცესებზე, ფოიეებში, ეზოში, მანდატურებთან გაწევ-გამოწევა, შეხლა-შემოხლა და ა.შ. ეს ყველაფერი ხელს უშლიდა მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებას. რეგულაცია ეხება ყველას", - განაცხადა გვრიტიშვილმა.  

მსგავსი სიახლეები