ჩაშლილი დიალოგი ევროკავშირთან - "ოცნებას" საბოტაჟში ამხელენ

19.11.25 20:29
ჩაშლილი დიალოგი ევროკავშირთან - "ოცნებას" საბოტაჟში ამხელენ

"ქართული ოცნება" დიდ პოლიტიკურ სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც ბრიუსელთან მოლაპარაკების მაგიდასთან სანქცირებული ჩინოვნიკის დასმა გადაწყვიტა. ირკვევა, რომ ალექსანდრე დარახველიძეა ის პირი, ვინც ბრიუსელში უნდა ჩასულიყო და ადამიანის უფლებების დაცვაზე ესაუბრა, არადა, თავად არის სანქცირებული ადამიანის უფლებების შელახვისა და დარღვევის გამო. დღეს, მედიასთან დარახველიძე, ამტკიცებდა, რომ სანქცირებული არ არის.

ალექსანდრე დარახველიძეს ჯერ ბალტიის ქვეყნებმა დაუწესეს სავიზო სანქციები, შემდეგ კი დიდმა ბრიტანეთმა  ფინანსური სანქციების სიაში ჩასვა. დღეს, მინისტრის სანქცირებულმა მოადგილემ,  პრაქტიკულად, დაადასტურა, რომ იმ დელეგაციაში იყო, რომელიც ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დიალოგს უნდა დასწრებოდა. ეს ბრიუსელისთვის წითელი ხაზი და შეხვედრის გაუქმების საფუძველი გახდა.

ირკვევა, რომ ქართულმა ოცნებამ, არ მხოლოდ სანქცირებული ჩინოვნიკი ჩასვა სიაში, არამედ ხელოვნურად გაბერა მონაწილეთა სია, ამით კი ცდილობდა იმის დემონსტრირებას, რომ თითქოს საერთაშორისო იზოლაციაში არ არიან. 

ჩაშლილი დიალოგი ევროკავშირთან - ინა ცარციძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები