გულშემატკივრების პასუხი მამარდაშვილის წუხილზე
გიორგი მამარდაშვილს წუხილის განცხადებას დღეს დიდ აჟიოტაჟი მოჰყვა. ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ, ეროვნული ნაკრების მეკარე წერს, რომ ისტორია არა მხოლოდ მოგებებით იწერება და წაგების დროს ყველაზე კარგად ჩანს, ვინ გულშემატკივრობს ფეხბურთელებს რეალურად.
სად გაქრა, ის ხალხს ზეიმი, რომელსაც ხალხი ეროვნული ნაკრების ყოველი თამაშის დროს აწყობდა, დღეს ამის ახსნა სტაჟიან გულშემატკივრებს არ უჭირთ.
2024 წლის 27 მარტს, ნაკრების ერვოპაზე გასვლას მთელი ქვეყანა ქუჩებში ზეიმობდა. სწორედ ამ სიხარულის დროს, ხელისუფლებამ რუსული კანონი უკან შემოაბრუნა - პოლიციამ დემონსტრანტები სასტიკად დაარბია და დააკავა. დემონსტრანტებს შორის ბევრი ეროვნული ნაკრების გულშემატკივარი იყო. ქართული ოცნების ამ სისასტიკეზე ერთეული ფეხბურთელების გარდა უსამართლობა არავის გაუპროტესტებია. ერთ-ერთი უკანონოდ დაკავებული ქომაგი - 20 წლის გიორგი გიორგაძეა.
ბურთის გაგორება და ამაში ფულის აღება არ არის ქვეყნის სიყვარული - ასე გამოეხმაურა გიორგი მამარდაშვილის საჯარო განცხადებას ერთ დროს ნაკრების მთავარი ქომაგი, სინდის პატიმარი რეზო კიკნაძე.