გაუქმებული დიპლომატია - ვის ხვდებიან დიპლომატიური მისიები?
"ქართულმა ოცნებამ" ელჩები უფუნქციოდ დატოვა - ასეთი შეფასებები ისმის ყოფილი დიპლომატების მხრიდან.
მათივე შეფასებით, ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან გაყინული ურთიერთობების ფონზე ქართველი დიპლომატების ერთდერთი მოვალეობა თვის ბოლოს ხელფასის აღებაა.
სპეციალისტების თქმით, ქართველ ელჩებს ევროპისა და ამერიკის ხელისუფლებაში არავინ ელაპარაკება. ამიტომ მათ მოჩვენებითი მუშაობის დემონტსტრირება გადაწყვიტეს.
დიპლომატების სოციალურ გვერდებზე არის ფოტოები მომღერლებთან, რაგბის წარმომადგენელებთან, სტუდენტებთან- ყველაფერი გარდა მათი პირდაპირი მოვალეობისა.
საგარეო უწყების გამოცდილი კადრებისთვის კი ეს პროცესი ქართული დიპლომატიის ჩამოშლის ტოლფასია.